
ტრამპის მიერ თეთრ სახლში მედიისთვის დაწესებული შეზღუდვა მოსამართლემ უვადოდ გააუქმა
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივა თეთრი სახლის იმ გადაწყვეტილებაზე დაწესებული შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც MS NOW-ს, CNN-სა და Politico-ს პრეზიდენტის სასახლეში შესვლა ეკრძალებოდათ.
როგორც ირკვევა, ვაშინგტონის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ წინასწარი განჩინება გამოსცა, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ სექტემბრის შუა პერიოდში მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ აღძრული სარჩელის განხილვის დასრულებამდე იმოქმედებს.
მოსამართლის განცხადებით, მედიასაშუალებებს აქვთ საფუძვლიანი მოლოდინი, რომ მათი სარჩელი პირველი შესწორების დარღვევისა და შეხედულებების გამო დისკრიმინაციის ნაწილში წარმატებით დასრულდება, შესაბამისად, არ არსებობს წინაპირობა, რის გამოც მისი გადაწყვეტილება გაუმართლებელი იქნება.
პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლემ იუსტიციის დეპარტამენტის შუამავლობაც არ დააკმაყოფილა და არ გაიზიარა მოსაზრება, რომ პრეზიდენტმა მედიას შეზღუდვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხის საფუძველზე დაუწესა. კელის განმარტებით, საქმის მასალებში არ მოიპოვება ამის არავითარი მტკიცებულება.
BM.GE
წყარო: bm.ge