მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპმა ფაშინიანი ვაშინგტონში მიიწვია
ტრამპმა ფაშინიანი ვაშინგტონში მიიწვია

ტრამპმა ფაშინიანი ვაშინგტონში მიიწვია

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 19:19|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში ორმხრივ შეხვედრაზე მიიწვია.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ცნობით, ტრამპის მიწვევა ფაშინიანს სამშვიდობო მისიების საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის უფროსმა მრჩეველმა არიე ლაითსტოუნმა გადასცა.

ლაითსტოუნის განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა სომხეთსა და აშშ-ს შორის მრავალმხრივ ურთიერთობებს ახალ იმპულსს მისცემს და მათ შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა საუბრისას სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის თანმიმდევრული გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს TRIPP-ს პროექტის განხორციელება, რომლის პრაქტიკული ფაზაც 23 ნოემბერს დაიწყო.

მოწვევის თემაზე მედიასთან საუბრისას ფაშინიანმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების პროცესში პრეზიდენტ ტრამპის დიდი როლი აღნიშნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკი 2026 წლის სოციალური პასუხისმგებლობის შედეგებს აჯამებს - ინიციატივები, რომლებიც Euromoney-მ რეგიონში საუკეთესოდ აღიარა

საქართველოს ბანკი 2026 წლის სოციალური პასუხისმგებლობის შედეგებს აჯამებს - ინიციატივები, რომლებიც Euromoney-მ რეგიონში საუკეთესოდ აღიარა

BM.GE

ინფლაციის შემცირების ტემპი მომავალი წლის შუა პერიოდიდან უნდა დაჩქარდეს - ხუციშვილი

ინფლაციის შემცირების ტემპი მომავალი წლის შუა პერიოდიდან უნდა დაჩქარდეს - ხუციშვილი

BM.GE

"სავალუტო ბაზარზე სიჭარბე შემცირებულია" - როგორ აისახება ეს ლარის კურსზე

"სავალუტო ბაზარზე სიჭარბე შემცირებულია" - როგორ აისახება ეს ლარის კურსზე

BM.GE

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კომპანია „Skillwill“-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კომპანია „Skillwill“-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

BM.GE