
ტრამპმა ჰუსიტები არჩევნების წინ ნავთობის ხელოვნურად გაძვირებაში დაადანაშაულა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იემენელი ჰუსიტები შუალედური არჩევნების წინ ნავთობის ფასების ხელოვნურად გაძვირებაში დაადანაშაულა.
თეთრი სახლის ლიდერმა ტერორისტულ დაჯგუფებას საუდის არაბეთზე თავდასხმების გამო მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა. პრეზიდენტის განცხადებით, ის დაჯგუფების ქმედებებს არჩევნების დასრულების შემდეგაც უპასუხებს და მათ საქციელს "არასდროს დაივიწყებს".
შეგახსენებთ, რომ ჰუსიტებმა ირანის დავალებით სამხედრო იერიშები ისევ განაახლეს. გასულ დღეებში დაჯგუფებამ ერ-რიადში მდებარე საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმების სერია განახორციელა. თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა. მძიმე შედეგებმა კი საერთაშორისო აეროპორტის დახურვა გამოიწვია.
ამასთან, წითელ ზღვასა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეში სავაჭრო გემებზე ჰუსიტების თავდასხმები გლობალურ ლოგისტიკასა და ნავთობის მიწოდების ჯაჭვს სერიოზულ საფრთხეს უქმნის, რაც ნავთობის გაძვირებას იწვევს.
ტრამპის განცხადებით, ჰუსიტები ირანის პირდაპირი დავალებით მოქმედებენ და ნავთობის ხელოვნურად გაძვირებით ცდილობენ რესპუბლიკური პარტიის დამარცხებას შუალედურ არჩევნებში, რომელიც 19 დღეშია დაგეგმილი.
BM.GE
წყარო: bm.ge