მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედება შეაჩერა
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედება შეაჩერა

ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედება შეაჩერა

BM.GE17 ოქტომბერი, 2026, 15:56|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან დაკავშირებული ძირითადი ამერიკული სანქციები და ტარიფები მათ ძალაში შესვლამდე რამდენიმე დღით ადრე შეაჩერა. საუბარია გასულ თვეში მის მიერვე ხელმოწერილ კანონზე, რომელიც რუსულ საქონელზე გადასახადების დაწესებასა და მისი ნავთობისა და გაზის მყიდველებისთვის სანქციების შემოღებას ითვალისწინებდა.

თეთრი სახლის მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ აღმასრულებელ განკარგულებაში ტრამპმა განაცხადა, რომ სანქციებისგან გამონაკლისის დაშვება შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში შედის.

კანონის მიზანი რუსეთზე წნეხის გაზრდა იყო, უკრაინაში დაწყებული ომის გამო. თუმცა ტრამპი მოსკოვის მიმართ დათბობის პოლიტიკას ავლენს, პარალელურად კი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საჯაროდ აკრიტიკებს და მიანიშნებს, რომ კიევს ახალი ლიდერი სჭირდება.

აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სადაც ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელები კონგრესის ორივე პალატაზე მყიფე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობენ, ანალიტიკოსების შეფასებით, ახალ სანქციებს შესაძლოა ნავთობის ფასების შემდგომი ზრდა გამოეწვია - იმ ფონზე, როდესაც ამერიკელები ცხოვრების გაძვირებას ისედაც უჩივიან, რაც დიდწილად ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის საომარ მოქმედებებს უკავშირდება.

კანონპროექტი, რომლის მთავარი ინიციატორი გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი იყო, 30 დღის ვადაში 100%-მდე ტარიფების დაწესებას ითვალისწინებდა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა საქონელზე რუსული ნედლი ნავთობისა და გაზის ხუთი უმსხვილესი მყიდველი ქვეყნიდან, ასევე ნებისმიერ სახელმწიფოზე, რომელიც კანონის ამოქმედებიდან 30 დღის შემდეგ შეგნებულად შეიძენდა რუსულ ენერგორესურსებს ან იმ ხუთ ქვეყანას შორის მოხვდებოდა, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

განკარგულების თანახმად, ეს შეჩერება ძალაში დარჩება მანამ, სანამ ტრამპი ან მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები არ დაადგენენ, რომ "შემდგომი მოქმედება მიზანშეწონილია".

ტრამპმა "ლინდსი ო. გრემის 2026 წლის რუსეთისა და ირანის სანქცირების აქტს" ხელი სექტემბრის შუა რიცხვებში მოაწერა.

"მე კონგრესს წარვუდგინე ოფიციალური დადასტურება, რომ ამ ეტაპზე მსგავსი გამონაკლისის დაშვება შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში შედის", - ნათქვამია ტრამპის განკარგულებაში.

პუტინის წარმომადგენელმა ინვესტიციების საკითხებში, კირილ დმიტრიევმა ტრამპის გადაწყვეტილებას "ნამდვილად ისტორიული მომენტი" უწოდა და სოციალურ ქსელ "X"-ში დაწერა, რომ მიღებულ კანონს რუსეთსა და აშშ-ს შორის ყოველგვარი ეკონომიკური თანამშრომლობის სრული პარალიზება შეეძლო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 285 სტატია.

  • ზელენსკი: რუსეთი მშვიდობისკენ არ მიისწრაფვის, მისი ქმედებები საპირისპიროზე მიუთითებსფორმულა
  • სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინინეტგაზეთი
  • "თავდასხმა სრულიად უაზრო იქნება" - ნატოს მთავარსარდალი გრინკევიჩი რუსეთს აფრთხილებსრუსთავი 2
  • EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცატვ პირველი
რუსეთის →ტრამპი →

მსგავსი სტატიები

საქართველო, ვალის მართვის სტრატეგიის შესაბამისად, აპირებს უფრო აქტიური იყოს აზიის ბაზრებზე - ლაშა ხუციშვილი

საქართველო, ვალის მართვის სტრატეგიის შესაბამისად, აპირებს უფრო აქტიური იყოს აზიის ბაზრებზე - ლაშა ხუციშვილი

BM.GE

"საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ" - რატომ შეიცვალა სუბსიდიის გაუქმების გადაწყვეტილება?

"საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ" - რატომ შეიცვალა სუბსიდიის გაუქმების გადაწყვეტილება?

BM.GE

სტაჟირების პროგრამაში 3 500 ვაკანსიაზე 55 000 აპლიკაცია გვქონდა - ლევან ჟორჟოლიანი

სტაჟირების პროგრამაში 3 500 ვაკანსიაზე 55 000 აპლიკაცია გვქონდა - ლევან ჟორჟოლიანი

BM.GE

დაკავებულია პირი, რომელიც მოქალაქეებს აშშ-დან მანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და თანხა მიითვისა - შსს

დაკავებულია პირი, რომელიც მოქალაქეებს აშშ-დან მანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და თანხა მიითვისა - შსს

BM.GE