მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამვაის მშენებლობისას დიდი ალბათობით საჭირო იქნება განსახლება... შესაძლოა, დამატებითი ვადა დაგვჭირდეს - გიორგი შარკოვი
ტრამვაის მშენებლობისას დიდი ალბათობით საჭირო იქნება განსახლება... შესაძლოა, დამატებითი ვადა დაგვჭირდეს - გიორგი შარკოვი

ტრამვაის მშენებლობისას დიდი ალბათობით საჭირო იქნება განსახლება... შესაძლოა, დამატებითი ვადა დაგვჭირდეს - გიორგი შარკოვი

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 18:44|bm.ge

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის, გიორგი შარკოვის განცხადებით, დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზისა და ტრამვაის დეპოს მშენებლობის პროცესში შესაძლოა, საჭირო გახდეს განსახლების პროცესიც.

მისი თქმით, შემოგარენში ბევრი თავისუფალი მიწაა არაა, აქედან გამომდინარე შესაძლოა, მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებიც გახდეს საჭირო, რაზეც პასუხისმგებელი თავად თბილისის მუნიციპალიტეტია.

აქედან გამომდინარე გიორგი შარკოვი აცხადებს, რომ მართალია ტრამვაის ხაზისა და დეპოს მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 36 თვე, თუმცა არაა გამორიცხული ამ პროცესს 4 წლამდე პერიოდიც დასჭირდეს.

მისივე თქმით, დაახლოებით 8 თვეში უნდა მომზადდეს ტექნიკური დავალება, რის შემდეგ ტრამვაის შემადგენლობების შესყიდვაზე უნდა გამოცხადდეს ტენდერი.

„სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში დაემატება კიდევ ერთი გადაადგილების საშუალება, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა, სწრაფი და კომფორტული. როგორც მერმა აღნიშნა, ვიმედოვნებთ, რომ მხოლოდ ერთი ხაზი არ იქნება და სამომავლოდაც დაიგეგმება სხვა მარშრუტებიც, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მგზავრებს უფრო სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდნენ დანიშნულების ადგილამდე. ხელშეკრულება ითვალისწინებს სამ ეტაპს - ეს არის კონცეპტუალური დიზაინი, რომელიც სამ თვეში უნდა განახორციელოს შემსრულებელმა; შემდეგ იქნება დეტალური პროექტირება ცხრა თვის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, რომელიც განსაზღვრულია ორი წლის ვადით. ჯამში სამივე ეტაპის ვადა არის 36 თვე.

გარდა ამისა, პროექტის სირთულიდან, დასახლებულ ადგილებში განლაგებიდან გამომდინარე, განსახლების პროცესი დიდი ალბათობით საჭირო იქნება გარკვეული რაოდენობით, რაც მერიის, მუნიციპალიტეტის ვალდებულება არის და პარალელურად პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებისა, ჩვენი მხრიდან განვახორციელებთ ყველა იმ საჭირო ღონისძიებებს, რომ სამშენებლო კომპანიას არ შეექმნას შეფერხება.

ძირითადად პროექტი ორი კომპონენტისგან შედგება - ეს არის ტრამვაის ხაზი და ეს არის დეპოს მშენებლობა. ბუნებრივია, ხაზი გაივლის ძირითადად სატრანსპორტო დერეფნებში და ამ მიმართულებით განსახლების თემა ნაკლებად საჭიროა, მაგრამ დეპოს ტერიტორია, როგორც მოგეხსენებათ, გარკვეულ ადგილს მოითხოვს და თბილისის თუნდაც შემოგარენში თავისუფალი მიწის ნაკვეთები არც ისე ხელმისაწვდომია. აქედან გამომდინარე, გარკვეული განსახლება მოსალოდნელია და დაგეგმილია. აქედან გამომდინარე, ცალკე პროცედურები იქნება და ეს უკვე ქართული მხარის პასუხისმგებლობა არის და ჩვენც შესაძლო მოკლე ვადაში დავასრულებთ ამ პროცესს. როგორც კი ლოკაცია დაზუსტდება, სად ვაშენებთ დეპოს, იმისდა მიხედვით შემდეგ დაიწყება მესაკუთრეებთან მოლაპარაკებები და შესაბამისად განსახლების პროცესი.

მერმა ახსენა 4 წელი, რაც გულისხმობს შემდეგს: როგორც გითხარით, 3 წელი არის ამ სამი ეტაპის ჯამური ვადა, მაგრამ გარკვეული შეთანხმებების პერიოდს, გარკვეული თუნდაც განსახლების და ამ მარშრუტის გასუფთავების ღონისძიებებს შეიძლება დასჭირდეს დამატებითი ვადა. სწორედ ამით არის გამოწვეული ის ჯამური შესაძლო პერიოდი, რაც შეიძლება დასჭირდეს ამ ხაზის მშენებლობას.

გარდა ამისა, აღნიშნული ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული არის ტრამვაის შემადგენლობების ტექნიკური დავალების მომზადება და ტრამვაის შემადგენლობებს ცალკე ტენდერით, ცალკე პროცედურებით შევიძენთ დამატებით მას შემდეგ, რაც ტექნიკური დავალება გვექნება. 8 თვის განმავლობაში კომპანიამ, ერთობლივმა საწარმომ უნდა მოგვცეს ტექნიკური დავალება და ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი ტრამვაის შესყიდვაზე. მოიაზრება დაახლოებით 10 შემადგენლობა, რომელიც უნდა იყოს მინიმუმ 300 მგზავრზე გათვლილი“, - განაცხადა გიორგი შარკოვმა.

ცნობისთვის, თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre Ray + Yüksel + Erk) შორის ხელი ტრამვაის პროექტირებასა და მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლატვია და ლიეტუვა რუსული მარცვლეულის ტრანზიტის დაბლოკვას გეგმავენ

ლატვია და ლიეტუვა რუსული მარცვლეულის ტრანზიტის დაბლოკვას გეგმავენ

BM.GE

„3-წლიან ვადაში აუცილებლად ჩავეტევით“ - EYE ტრამვაის პროექტზე

„3-წლიან ვადაში აუცილებლად ჩავეტევით“ - EYE ტრამვაის პროექტზე

BM.GE

გომის მთაზე მეწყერი ჩამოწვა – გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის იკეტება

გომის მთაზე მეწყერი ჩამოწვა – გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის იკეტება

BM.GE

აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ

აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ

BM.GE