მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ტრანსფორმაციის პროცესი არ არის მარტივი" - MBC მიკრობანკად გარდაქმნაზე
"ტრანსფორმაციის პროცესი არ არის მარტივი" - MBC მიკრობანკად გარდაქმნაზე

"ტრანსფორმაციის პროცესი არ არის მარტივი" - MBC მიკრობანკად გარდაქმნაზე

BM.GE6 მაისი, 2026, 13:44|bm.ge

"ემბისის" გენერალური დირექტორი გია პეტრიაშვილი ამბობს, რომ მიკრობანკად ტრანსფორმაცია მარტივი არ არის, თუმცა ამის მიუხედავად, კომპანიამ ამ პროცესის დაგეგმილზე უკეთესი შედეგებით გავლა შეძლო. მან ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა.

2024 წლის 5 დეკემბერს "ემბისიმ" (MBC) პირველმა მიიღო მიკრობანკის ლიცენზია საქართველოს ეროვნული ბანკისგან.

მან ამ პროცესში გამოწვევებზე საუბრისას გაციფრულებაზე და ამ მიმართულებით არსებულ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

"ვამაყობთ, რომ ვართ პირველი მიკრობანკი, ვინც მოიპოვა ეს ლიცენზია. ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ტრანსფორმაციის პროცესი არ არის მარტივი, იმიტომ რომ უნდა მოხდეს სრულად გარდაქმნა საბანკო დაწესებულებად. მიუხედავად ამისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირველი წელი პირდაპირ ვიტყვი, იმაზე უკეთ გავიარეთ, ვიდრე თავიდან ვგეგმავდით. ეს არის 25%-იანი ზრდა ჩვენი აქტივების და პორტფელის. ეს არის ჩვენი მოგებიანობის საკმაოდ მაღალ ნიშნულზე დაფიქსირება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბანკო სექტორში შევდივართ პირველ სამეულში ან ოთხეულში, ასეთი მაღალი მომგებიანობით.

მთავარი გამოწვევა ჩვენთვის არის იმ სერვისების განვითარება, რაც მომხმარებელს გაუადვილებს და კომფორტულს გახდის მისთვის ახალი პროდუქტების მიღებას. ეს პირველ რიგში არის ანაბრები, ეს არის მიმდინარე ანგარიშები და რა თქმა უნდა, მე ვსაუბრობ ციფრულ ტექნოლოგიებზე. გაციფრულება არის ის მთავარი გამოწვევა და ამ მიმართულებით კომპანია არ ზოგავს ახლა ინვესტიციებს და მათ შორის შრომით რესურსებსაც ძალიან აქტიურად ვიზიდავთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ჩვენი სერვისების გაციფრულება და მომხმარებლის ურთიერთობა ჩვენთან გახდეს რაც შეიძლება კომფორტული და ადვილი. აქ მინდა აღვნიშნო ერთი გარემოება, რომ გაციფრულება არ ნიშნავს ადამიანური ურთიერთობის რაღაცა ტექნოლოგიებით ჩანაცვლებას. ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ღირებულება ჩვენი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული გარემოა, ის VIP დამოკიდებულება, რაც მიკრო მეწარმეებს შეიძლება ჰქონდეთ მიკრობანკში, განსხვავებით მსხვილი კომერციული ბანკისა. ჩვენ ამას ძალიან ვუფრთხილდებით",- აღნიშნა გია პეტრიაშვილმა.

მან ბაზარზე ზოგადად არსებული მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა, რომ მოთხოვნა როგორც საკრედიტო, ისე არასაკრედიტო პროდუქტებზე საკმაოდ მაღალია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე, ამტკიცებდა იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი - არჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზერუსთავი 2
  • პროტესტი მე-10 საჯარო სკოლასთან - მშობლები სასწავლო პროცესის დროულად აღდგენას ითხოვენტვ პირველი
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
  • საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყოფორმულა
პროცესი →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE