მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Travel Collection Georgia - პროექტი, რომელიც ტურიზმის ბიზნესებს ონლაინ გაყიდვების ზრდაში ეხმარება|თამუნა თანდაშვილი
Travel Collection Georgia - პროექტი, რომელიც ტურიზმის ბიზნესებს ონლაინ გაყიდვების ზრდაში ეხმარება|თამუნა თანდაშვილი

Travel Collection Georgia - პროექტი, რომელიც ტურიზმის ბიზნესებს ონლაინ გაყიდვების ზრდაში ეხმარება|თამუნა თანდაშვილი

BM.GE5 ივნისი, 2026, 03:47|bm.ge

Travel Collection Georgia - ასე ჰქვია ინოვაციურ ბიზნესმოდელს, რომელიც ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად და ციფრული ტრანსფორმაციისთვის შეიქმნა.

საქართველოს ტურისტულ ბაზარზე ახალი ბრენდი “მერსი ქორპსის” (Mercy Corps) პროგრამა „უსაფრთხო ონლაინისა“ და ტექნოლოგიური კომპანია TNET-ის პარტნიორობით შეიქმნა.

როგორც BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში “მერსი ქორპსის” პროგრამა “უსაფრთხო ონლაინის” ინოვაციებისა და ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა თამუნა თანდაშვილმა განაცხადა, პროექტი მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესების გაძლიერებას, მათ სრულფასოვან ინტეგრაციას ელექტრონულ კომერციაში და მომხმარებლისთვის ავთენტიკური, უსაფრთხო და კომბინირებული ტურისტული გამოცდილების შეთავაზებას.

ბიზნესმოდელი შემდეგნაირად მუშაობს: პროექტის ფარგლებში შერჩეული 80-მდე ბენეფიციარი ინტეგრირდება tkt.ge-ს ტურიზმის პლატფორმაზე, სპეციალურად შექმნილ ველში, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის შეთავაზებები: სასტუმროები, ერთ და რამდენიმე დღიანი და საავტორო ტურები, ღვინის ტურები და სხვა.

“ტურიზმი დღეს გასცდა მხოლოდ სასტუმროს გაგებას - ის იქცა გამოცდილებად… Travel Collection“-ის ფორმატი მომხმარებელს სერვისებს სთავაზობს არა - ცალკეულად, არამედ ერთიან, კომბინირებულ პაკეტებად. ეს არის ბრენდი, რომელიც ჩამოყალიბდა არა, მაგალითად, ახალი ტურისტული ბაზრების მოზიდვის მიზნით, არამედ ზუსტად იმ კონტექსტით და შინაარსით, რომელიც ბიზნესს სჭირდება... Travel Collection-ი ცდილობს აღმოაჩინოს განსაკუთრებული გამოცდილებები და შემდეგ დაეხმაროს ბიზნესს, რომ აქციოს პროდუქტად”, - განაცხადა თამუნა თანდაშვილმა და იქვე დასძინა, რომ სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram) გვერდის ქონა არ ნიშნავს სრულფასოვან ელექტრონულ კომერციას, დამოუკიდებელი პლატფორმის განვითარება კი ძვირად ღირებული და რთული პროცესია.

დღესდღეობით, Travel Collection-ის პროექტის ფოკუსი თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოზეა მიმართული - 250-ზე მეტი აპლიკანტიდან, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით (ავთენტიკურობა, შინაარსი, თანამედროვე სტანდარტებთან და უსაფრთხოებასთან ადაპტაცია), 80 ბიზნესი შეირჩა.

თამუნა თანდაშვილის ინფორმაციით, ბენეფიციარებს შორის არიან გიდები, რომლებსაც აქვთ საავტორო ტურები, ასევე, მცირე საოჯახო მარნები და პროექტი მათთვის რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი:

მარკეტინგული ხარჯების დაზოგვა - ბიზნესები ხვდებიან ქვეყნის უმსხვილეს ეკომერციის პლატფორმა TNET-ის (tkt.ge, swoop.ge) ეკოსისტემაში.

სრული შინაარსობრივი მხარდაჭერა - თამუნა თანდაშვილის თქმით, ბენეფიციარ ბიზნესებს ინდივიდუალურად უდგებიან სპეციალური კონსულტანტები მარკეტინგის, გასტრონომიის, საფასო პოლიტიკის, შრომისა და ონლაინ უსაფრთხოების მიმართულებით”.

ფინანსური ხელშეწყობა - როგორც “მერსი ქორპსის” ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე პროგრამა სრულად აფინანსებს და აძლიერებს ბენეფიციარებს, რათა მათ დამოუკიდებლად ოპერირება შეძლონ.”

„აღმოსავლეთ საქართველოში განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვარ მცირე და საოჯახო მარნების უნარით, თუ როგორ შეძლეს ამ რთულ პერიოდში გადააქციონ მამაპაპისეული სახლი არა მარტო მარნად ან განთავსების ობიექტად, არამედ ამბად... მარტივად რომ გითხრათ, სულ 5 წამი აქვს ობიექტს იმისთვის, რომ ელექტრონულ კომერციაში ყურადღება მიიქციოს. Travel Collection Georgia სწორედ ამ მიმართულებით ეხმარება ბიზნესებს, რათა მათ შეძლონ საკუთარი სერვისების გაყიდვა და პროდუქტი არ იყიდება, ბენეფიციარებთან მიდის დამატებითი მუშაობა, თუ რა ცვლილებები უნდა განახორციელოს,“ - ჰყვება თამუნა თანდაშვილი.

მისივე თქმით, სხვა დაინტერესებულ ბიზნესებს, რომლებიც ამ ეტაპზე პროგრამაში ვერ მოხვდნენ, შეუძლიათ დამოუკიდებლად, კომერციული პირობებით მიმართონ TNET-ს და განთავსდნენ პლატფორმაზე.

რა სარგებელს იღებს მომხმარებელი? - თამუნა თანდაშვილი ხსნის, მოგზაურებისთვის tkt.ge-ზე Travel Collection Georgia-ს სექციით სარგებლობა არის გარანტია, რომ ისინი დაცულები იქნებიან მოულოდნელი სიურპრიზებისგან.

“პლატფორმაზე განთავსებული ყველა ობიექტი და ტური წინასწარ გადის დიაგნოსტიკასა და მრავალმხრივ შემოწმებას კომპეტენტური კონსულტანტების მიერ. მომხმარებელი იღებს მოქნილ, უსაფრთხო, მკაფიოდ აღწერილ პროდუქტს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად”, - აღნიშნა მან.

თამუნა თანდაშვილმა გადაცემაში ვრცლად მიმოიხილა ტურიზმის დარგში არსებული გლობალური და ადგილობრივი გამოწვევებიც. მისი თქმით, საქართველო რეგიონალური ტურიზმის ქვეყანაა, თუმცა ციფრულ სივრცეში კულტურული ატრაქციების სწორად წარდგენა უჭირს. ასევე, მისი დაკვირვებით გამოკვეთილია რეგიონების არათანაბარი განვითარება და ბიზნესების მხრიდან ერთმანეთის მიბაძვის ტენდენცია, რაც ბაზარზე ერთფეროვნებას იწვევს.

ინტერვიუს დასასრულს, თამუნა თანდაშვილმა მკაფიოდ დააფიქსირა ის მთავარი ვექტორი, რაზედაც ქართული ტურიზმი უნდა გადაერთოს მდგრადი განვითარებისთვის:

“რაოდენობის თვლას უნდა დავუსვათ წერტილი და ხარისხზე ვიყოთ ორიენტირებული. ხარისხი არის ის, რაც დროს უძლებს. ტურიზმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იყოს ნამდვილი, მართალი, ყურით მოთრეული არ იყოს და ზუსტად იმ სულს გამოხატავდეს, რის გამოც ადამიანი ჩამოდის და მერე უკან ბრუნდება. ჩვენ გვჭირდება მივცეთ ჩვენს ვიზიტორებს და ჩვენს მოგზაურებს ის დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, რის გამოც საქართველო მსოფლიო რუკაზე ჯერ კიდევ ჩანს”, - განაცხადა “მერსი ქორპსის” პროგრამა “უსაფრთხო ონლაინის” ინოვაციებისა და ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბიზნესის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • სათამაშო ბიზნესის ფული "ქართული ოცნების" ყულაბაში - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • ლევან ჟორჟოლიანი: კომპრომისები ხარისხის ხარჯზე გამორიცხულია, ასევე არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ცოტა, ჩვენი მიზანია, გადავიხადოთ სამართლიანი, ადეკვატური ღირებულება, ბიზნესმა თავისი მიიღოს, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც არ უნდა სჭირდებოდეს რეაბილიტაცია 2-3 წლის შემდეგ, მან უნდა გაუძლოს ათწლეულებსიმედი
  • POLITICO: რატომ არ მუშაობს ბრიუსელის რეფორმები - ევროპული ბიზნესი იმედგაცრუებულიარუსთავი 2
  • ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლადნეტგაზეთი
ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE