მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "TRIPP-ი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის კონკურენტი იქნება" - რამდენად იყენებს საქართველო შუა დერეფნის რესურსს?
"TRIPP-ი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის კონკურენტი იქნება" - რამდენად იყენებს საქართველო შუა დერეფნის რესურსს?

"TRIPP-ი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის კონკურენტი იქნება" - რამდენად იყენებს საქართველო შუა დერეფნის რესურსს?

BM.GE21 მაისი, 2026, 11:46|bm.ge

PMCG კვლევითი ცენტრის დამფუძნებელს ლექსო ალექსიშვილს მიაჩნია, რომ „ტრამპის მარშრუტის“ [TRIPP] შესახებ ექსპერტთა ნაწილის შეფასებები გადაჭარბებულია იმ ნაწილში, რომ მისი ამოქმედების შემდეგ, შუა დერეფანში საქართველოს როლი გაქრება. ამასთან, მისივე თქმით, გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი TRIPP-ი, ამოქმედების შემდეგ, ცალსახად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის კონკურენტი გახდება.

BMG TV-ის გადაცემა „ანალიტიკასთან“ ვრცელ ინტერვიუში PMCG კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა „შუა დერეფანში“ შექმნილ ისტორიულ მოცემულობასა და იმ მომენტუმზე ისაუბრა, რომელიც დღეს რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს გაუჩნდა.

„TRIPP-თან დაკავშირებით გამოძახილი, რომელიც საზოგადოებაშია და რომელიც სხვადასხვა ტიპის ექსპერტები აკეთებენ, ჩემი აზრით, ხშირ შემთხვევაში ზედმეტად მგრძნობიარედ არის აღქმული ან გადაჭარბებულია, მათ შორის ის, რომ თუ ეს პროექტი განხორციელდება, საქართველოს როლი ამ საკითხთან დაკავშირებით დამთავრდება. ასე ვერ იქნება, გეოგრაფიული მდებარეობიდან და თვითონ რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარეც. ისტორიულად ყოველთვის ასე ხდება, რომ ნებისმიერმა ფაქტორმა, მაგალითად პანდემიამ ან ომმა შეიძლება რაღაცა შესაძლებლობა შექმნას, რომ კორიდორი გაჩნდეს და მერე პირიქითაც შეიძლება მოხდეს. ამ შემთხვევაში რუსეთის სანქციებმა ამ დერეფნის გააქტიურების შესაძლებლობა განაპირობა. ცალკე უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რას ნიშნავს ეს შუა დერეფანი, რადგან საკმაოდ რთული მოცემულობაა - ეს არ არის მხოლოდ ერთი ქვეყანა, ერთი სატრანსპორტო თემით, ეს არის ბევრი ქვეყნის მულტიფუნქციური სატრანსპორტო ჯაჭვი თავისი სისტემებით, რაც თავისთავად ჯერ ამ სისტემების დაკავშირებადობას მოითხოვს და შემდეგ, მისმა მონაწილე ქვეყნებმა სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი ან პროცედურული თემატიკების ჰარმონიზაცია უნდა მოახდინონ, რომ ჯაჭვმა კარგად იფუნქციონიროს.

რაც შეეხება TRIPP-ს, შეიძლება ის ბევრი სხვა მიკროგანზომილებისგან შედგება, მაგრამ მთავარი ორი რამ არის: ამ პროექტის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და მეორე - ეს არის ამ თემის წმინდა სატრანსპორტო მნიშვნელობა. გეოპოლიტიკური ის არის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა თავის თავზე აიღო, რაც არც მე-19, არც მე-20 საუკუნეში და მით უმეტეს 21-ე საუკუნეში არასდროს მომხდარა. ახლა ის ხდება, რომ ტრამპმა თქვა, რომ უზრუნველყოფს აქ მშვიდობას და ამისთვის მოდი, ვისაუბროთ და მოვილაპარაკოთ და შევქმნათ რაღაცა პირველი პირობა, რომელიც გახლავთ TRIPP. ამ სატრანსპორტო გზამ აზერბაიჯანის მთავარი ტერიტორია მის მეორე ნაწილთან - ნახიჩევანთან უნდა დააკავშიროს. ანუ ეს რკინიგზა შედის ნახიჩევანში და შემდეგ ისევ სომხეთში ბრუნდება, მერე იქ განშტოებები აქვს და რაღაც ნაწილი მიდის გიუმრიში. გიუმრიდან თავის დროზე არსებობდა ყარსში გადასასვლელი რკინიგზა, რომელიც თითქმის საუკუნეა დაკეტილია. მეორე მხრივ დანარჩენი განშტოებები ზოგი ფუნქციონირებს, ზოგი არ ფუნქციონირებს. ამასთან, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ სომხეთის რკინიგზა რუსეთის მმართველობაში. თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობით TRIPP-ის სატრანსპორტო დერეფანი საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია“, - ამბობს ლექსო ალექსიშვილი.

PMCG კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ დღეს, "შუა დერეფნის" საქართველოს ნაწილში არსებული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, რადგან ტვირთის საჭირო მოცულობები არ არსებობს.

"მაგალითად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ბოლომდე მაინც ვერ იტვირთება, იმიტომ რომ რეალურად მას სჭირდება ტვირთის ის მოცულობები, რომელმაც ის უნდა დატვირთოს. ჩვენ ახლა ვუყურებთ, როგორი მდგომარეობაა - რეალურად, თუ წარმოვიდგენთ, TRIPP აზერბაიჯანს ნახიჩევთანთან დააკავშირებს და შემდეგ თურქეთში გაგრძელდება, რაც ბუნებრივია შეიძლება მოხდეს. ალბათ, ეს საქართველოში გამავალ ტვირთებზე რაღაც ტიპის გავლენას იქონიებს, მაგრამ რომელი სახის ტვირთზე? ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა ეს არის. TRIPP დღეს არსებული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისთვის მთავარი კონკურენტი იქნება, რომელიც თავისი ფუნქციონირების შესაძლებლობების მაქსიმალურ რესურსს ძალიან ჩამორჩება“, - განმარტავს ალექსიშვილი.

„ანალიტიკის“ წამყვანის კითხვას - რამდენად პროაქტიურად მუშაობს დღეს საქართველო იმისთვის, რომ TRIPP-ის ამოქმედებამდე, მის ხელთ არსებული უპირატესობა და რესურსი „შუა დერეფნის“ ქართული ნაწილის განვითარებაზე მიმართოს, ლექსო ალექსიშვილი პასუხობს, რომ საქართველოს, ისევე როგორც დერეფნის მონაწილე სხვა ქვეყნების მონაკვეთების განვითარება, კომპლექსურად განსახილველი საკითხია.

„ეს ისტორიული მოცემულობაა, რომელიც დღეს მოგვეცა, ხვალ შეიძლება ის აღარ იყოს ისეთივე მასშტაბის, რომელიც შეიძლება შეიქმნას, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ბევრი რამ იცვლება სამყაროში, მათ შორის ტექნოლოგიებიც. დღეს, სადაც მთავარი ეკონომიკური აქტივობაა, ის შეიძლება ხვალ იქ აღარ იყოს. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ საქართველომ და რეგიონის სამმა ქვეყანამ, კოორდინაციის თვალსაზრისით დანარჩენ ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანასთან ერთად სწრაფად უნდა იმოქმედოს, რადგან ცალკეულად ესენი არაფერს არ ქმნიან.

დაკავშირებადობა არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურა. ეს ძალიან დიდი კომუნიკაციაა კოორდინაციის, ჰარმონიზაციის და რეალურად კორიდორის ფუნქციონირების თვალსაზრისით. ამიტომაც რა უნდა გაკეთდეს?! შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც აუცილებლად რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს, იქნება ეს ციფრული, თუ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების ძალიან სწრაფი ჰარმონიზაცია, რკინიგზა, რაც საქართველოს და აზერბაიჯანის მთავარი დამაკავშირებელი ღერძია, ამის ჰარმონიზაცია კიდევ უფრო სწრაფად უნდა მოხდეს“, - განაცხადა PMCG კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნაყინის იმპორტი 28%-ით გაძვირდა|საიდან შემოგვაქვს?

ნაყინის იმპორტი 28%-ით გაძვირდა|საიდან შემოგვაქვს?

BM.GE

"გვინდა, მხარდაჭერის პროგრამები მაქსიმალურად რეალურ საჭიროებებს იყოს მორგებული" - სონღულაშვილი მეთხილეებს შეხვდა

"გვინდა, მხარდაჭერის პროგრამები მაქსიმალურად რეალურ საჭიროებებს იყოს მორგებული" - სონღულაშვილი მეთხილეებს შეხვდა

BM.GE

2026 წლის 4 თვეში მთავრობამ ₾7.5 მილიარდის გადასახადები აკრიფა

2026 წლის 4 თვეში მთავრობამ ₾7.5 მილიარდის გადასახადები აკრიფა

BM.GE

შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მოიგე საგზური პარიზში

შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და მოიგე საგზური პარიზში

BM.GE