
წალკის მუნიციპალიტეტში 4.4 კმ-იანი გზის რეაბილიტაციაზე ₾4.4 მლნ დაიხარჯება
წალკის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იმერა–ბარეთი–თეჯისი–ჩივთქილისა–ხაჩკოი–გუმბათი–ავრანლოს საავტომობილო გზის 4.4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4.6 მილიონი ლარით ფინანსდება.
"სარეაბილიტაციო მონაკვეთი (კმ7–კმ11) გადის როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე. არსებული გზა გრუნტოვანია, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებს.
პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილების პირობები და საგზაო უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობის დრო და გადაადგილებასთან დაკავშირებული ხარჯები.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა 2-ზოლიანი გზის სავალი ნაწილი, გვერდულები, რკინა-ბეტონის კიუვეტები და ღარები, წყალგამტარი მილები და გაბიონის კედელი. ასევე, დამონტაჟდება შესაბამისი საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი.
პროექტი სამუშაოების დასრულება 2027 წელს იგეგმება", - აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
BM.GE
წყარო: bm.ge