
წარმატება უფრო ახლოსაა ვიდრე გგონია - გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
სწორედ ამ მიზნით, უკვე 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი სხვადასხვა საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რითაც ახალგაზრდა პროფესიონალებს და უკვე მოსწავლეებს, აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ განათლება წამყვან უნივერსიტეტებსა და სასწავლებლებში, სრული დაფინანსებით.
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში
საქართველოს ბანკი 2014 წლიდან Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია. შესაბამისად, ბანკი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულებს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
Fulbright-ის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი. 2027-2028 წლის გამარჯვებულის გამოსავლენად განაცხადების მიღება მიმდინარეობს.
Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების შევსება 2026 წლის 1 ივლისამდე არის შესაძლებელი. ამისათვის, ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.
გახდი საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატი
წელს, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა ახალ ლოკაციაზე - მადრიდში, Miami Ad School Europe-ში გრძელდება.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და 8 ივნისამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 5 სტიპენდიატი.
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში