მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წარმოების ზრდა და ექსპორტის გაფართოება – „სიმონეთის ღვინის მარანი“ ახალ ბაზრებს ეძებს
წარმოების ზრდა და ექსპორტის გაფართოება – „სიმონეთის ღვინის მარანი“ ახალ ბაზრებს ეძებს

წარმოების ზრდა და ექსპორტის გაფართოება – „სიმონეთის ღვინის მარანი“ ახალ ბაზრებს ეძებს

BM.GE12 ივნისი, 2026, 02:50|bm.ge

მეღვინეობა "სიმონეთის ღვინის მარანი" წლიური წარმოების დაახლოებით 30%-ით გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში მარნის წარმომადგენელმა, პატრისია მიქელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია 2019 წელს დაფუძნდა, თუმცა ბაზარზე აქტიური ოპერირება 2020 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად ადგილობრივ რესტორნებში ხდებოდა, ბოლო წლებში კი მცირე მარანი საექსპორტო ბაზრებზეც აქტიურად გავიდა.

"კომპანია 2019 წლიდან იღებს სათავეს, თუმცა 2020 წლიდან უკვე აქტიურად დავიწყეთ ბაზარზე გასვლა. თავდაპირველად ეს ძირითადად რესტორნებში რეალიზაციას გულისხმობდა, ხოლო ბოლო რამდენიმე წელია ექსპორტის მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ. დღეს ჩვენი ღვინო ლიეტუვაში, ლატვიაში, ჩინეთსა და იაპონიაში გადის. რეალიზაციის დაახლოებით 70% საქართველოში ხდება, ხოლო დანარჩენი 30% ექსპორტზე მოდის", – აცხადებს პატრისია მიქელაშვილი.

ამ ეტაპზე „სიმონეთის ღვინის მარანი“ წლიურად 10 000-დან 15 000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს, თუმცა წელს წარმადობის ზრდას ელოდება: "ყველაფერი მოთხოვნასა და მოსავალზეა დამოკიდებული, თუმცა ვფიქრობთ, რომ წელს წარმოებას დაახლოებით 30%-ით გავზრდით", – აღნიშნავს მიქელაშვილი.

მისი თქმით, ამჟამად მარანს რეალიზაციაში 9 დასახელების ღვინო აქვს, თუმცა ახალი მოსავლისთვის ასორტიმენტის გაფართოებაც იგეგმება. "ამ ეტაპზე, ცხრა პოზიცია გვაქვს გაყიდვაში. რამდენიმე ახალი ღვინო დაძველების ეტაპს გადის და სექტემბრიდან, ახალი მოსავლისთვის, სავარაუდოდ უკვე 11-12 დასახელების შეთავაზება გვექნება. მათ შორის არის როგორც წყნარი ღვინოები, ისე პეტნატები“, – აცხადებს ის.

როგორც მიქელაშვილი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი „სიმონეთის ღვინის მარნის“ სახელით ოპერირებს, ძირითადი საწარმოო ბაზა კახეთში მდებარეობს. კომპანიის საკუთარი ვენახები წინანდლის მიკროზონაშია გაშენებული.

„რქაწითელი და საფერავი სრულად ჩვენი ვენახებიდან მოდის. რაც შეეხება იმერულ ჯიშებს – ცოლიკაურსა და კრახუნას, სიმონეთში იმდენი ვენახი არ გვაქვს, რომ მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ, ამიტომ ფერმერებთანაც გვიწევს თანამშრომლობა და შერჩეული ვენახებიდან ყურძნის შეძენა“, – ამბობს მარნის წარმომადგენელი.

მისივე ინფორმაციით, კომპანიის ღვინოების საცალო ფასი 20-45 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო საექსპორტო ფასი 5-დან 10 დოლარამდეა. „ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მაღალი ხარისხის ღვინო ხელმისაწვდომ ფასად შევთავაზოთ. ბოთლის ღირებულება 20 ლარიდან იწყება და მაქსიმუმ 45 ლარს აღწევს. ექსპორტზე კი ღვინის ფასი 5-10 დოლარის ფარგლებშია“, – აღნიშნავს მიქელაშვილი.

მისი თქმით, კომპანია ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებაზეც მუშაობს და სამომავლოდ ამერიკის ბაზარზე გასვლასაც არ გამორიცხავს.

„დიდი სურვილი გვაქვს, სხვა ბაზრებზეც გავიდეთ, მათ შორის ამერიკაში. ამ მიმართულებით კონტაქტებზე ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დააგემოვნოს ჩვენი ღვინო და გაიცნოს ქართული, ხარისხიანი პროდუქტი“, – აცხადებს ის.

პატრისია მიქელაშვილის თქმით, მიმდინარე წელს კომპანია ახალ პროდუქტებზეც მუშაობს და პეტნატების პარალელურად კლასიკური მეთოდით დამზადებული ცქრიალა ღვინის წარმოებასაც გეგმავს. "გვინდა მომხმარებელს რამდენიმე ახალი პოზიცია შევთავაზოთ, ძალიან კარგ საფასო კატეგორიაში. უკვე გვაქვს პეტნატები, თუმცა ახლა კლასიკური მეთოდით დამზადებულ ცქრიალა ღვინოზეც ვმუშაობთ. ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოსავალზე იქნება დამოკიდებული", – განაცხადა პატრისია მიქელაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წარმოების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • დავით სონღულაშვილი: იმერეთი აგრო სასურსათო წარმოების ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, სადაც იქმნება მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციაიმედი
  • მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან დაკავშირებით შსს-მ საქმის წარმოება დაიწყოფორმულა
  • Patriot-ის უკრაინაში წარმოების დაწყებამდე ტექნიკური დეტალები რჩებატვ პირველი
წარმოების →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE