მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს ექსპორტზე უკვე გავიტანეთ 40 მლნ ლიტრი უალკოჰოლო სასმელი, წლის ბოლომდე 50 მლნ-მდე გავზრდით - "ეფეს საქართველო"
წელს ექსპორტზე უკვე გავიტანეთ 40 მლნ ლიტრი უალკოჰოლო სასმელი, წლის ბოლომდე 50 მლნ-მდე გავზრდით - "ეფეს საქართველო"

წელს ექსპორტზე უკვე გავიტანეთ 40 მლნ ლიტრი უალკოჰოლო სასმელი, წლის ბოლომდე 50 მლნ-მდე გავზრდით - "ეფეს საქართველო"

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 13:14|bm.ge

საქართველოდან უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი მზარდია. საქსტატის თანახმად, 2026 წლის 8 თვეში საზღვარგარეთ სულ 138.9 მლნ დოლარის ღირებულების არაალკოჰოლური სასმელები გავიდა, რაც 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

კომპანია „ეფეს საქართველოში”, რომელიც “ნატახტარის” ბრენდით აწარმოებს უალკოჰოლო სასმელებს, აცხადებენ, რომ ქართულ ლიმონათზე საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნა მზარდია.

როგორც კომპანიის კომპანიის კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მათ წელს 8 თვეში ექსპორტზე უკვე გაიტანეს დაახლოებით 40 მლნ ლიტრი ლიმონათი, წლის ბოლომდე კი ამ მაჩვენებლის 50 მლნ ლიტრამდე ზრდას გეგმავენ.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განცხადებით, ტრადიციული საექსპორტო ქვეყნების გარდა ქართული უალკოჰოლო სასმელებისთვის მნიშვნელოვანი ბაზრებია როგორც აზიის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები.

“საქართველოს ბაზარზე არსებული მსხვილი ლუდსახარშების ერთ-ერთი მიმართულებაა არაალკოჰოლური, გაზიანი გამაგრილებელი სასმელები. შესაბამისად, როგორც ლუდის მიმართულებას, ასევე ვავითარებთ არაალკოჰოლური სასმელების წარმოებას.

ჩვენს შემთხვევაში, ლიმონათის ექსპორტი ხორციელდება დაახლოებით 25 ქვეყანაში, მზარდი ბაზარია აღმოსავლეთის მიმართულება, ასევე გალფის რეგიონი, ჩინეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა ტრადიციულად, ბალტიის ქვეყნები, აშშ-ში. როდესაც იზრდება ექსპორტი, ჩვენ პარალელურად ინვესტიციებსაც ვაკეთებთ იმისთვის, რომ საექსპორტო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდეს. ძირითადად ჩვენ ვსაუბრობთ ტრადიციულ ლიმონათზე.

თუ საქართველოს ბაზარზე ტრადიციულ ლიმონათს ჩვენ ვყიდით დაახლოებით 22 მილიონ ლიტრს, დაახლოებით ორნახევარჯერ მეტს, 50 მლნ ლიტრს ვყიდით ექსპორტზე და ეს მუდმივად მზარდია. ტურიზმის და ადგილობრივი მოხმარების ფონზე საქართველოს ბაზარიც მზარდია. თუმცა საექსპორტო პოტენციალი დიდი აქვს ქართულ ლიმონათს, იმიტომ რომ წყალია კარგი და საუკეთესო ინგრედიენტებით ვამზადებთ”, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ "თიბისი კაპიტალის" თანახმად, 2025 წელს საქართველოში 474 მილიონი ლიტრი უალკოჰოლო სასმელი იწარმოვა, ხოლო წარმოების ღირებულებამ თითქმის 1 მილიარდი ლარი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე დაკავებულია 2 პირი | სუს

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე დაკავებულია 2 პირი | სუს

BM.GE

„ივრის ფერმებში“ მოსავლის აღების დროა - ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია

„ივრის ფერმებში“ მოსავლის აღების დროა - ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია

BM.GE

თიბისი ბათუმში ბრიტანული დღეების პარტნიორია

თიბისი ბათუმში ბრიტანული დღეების პარტნიორია

BM.GE

ჩვენი მიზანია ნდობის აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის | ირაკლი კობახიძე

ჩვენი მიზანია ნდობის აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის | ირაკლი კობახიძე

BM.GE