მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს, ეროვნულმა ბანკმა 3 კომერციული ბანკი და 11 მისო დააჯარიმა - თანხა ₾1.2 მილიონამდეა
წელს, ეროვნულმა ბანკმა 3 კომერციული ბანკი და 11 მისო დააჯარიმა - თანხა ₾1.2 მილიონამდეა

წელს, ეროვნულმა ბანკმა 3 კომერციული ბანკი და 11 მისო დააჯარიმა - თანხა ₾1.2 მილიონამდეა

BM.GE17 აგვისტო, 2026, 13:30|bm.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს 3 კომერციული ბანკი (ჯამურად 315 ათასი ლარით) და 11 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (ჯამურად 870 700 ლარით) დააჯარიმა.

კომპანიები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) ზედამხედველობის ფარგლებში დაჯარიმდნენ.

უახლესი, 10 აგვისტოს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, სს „ტერაბანკი“ 5 ათასი ლარით დაჯარიმდა. ასევე მიმდინარე წელს „კრედო ბანკი" 60 000 ლარით, ხოლო „თიბისი ბანკი“ 250 000 ლარით დაჯარიმდა. საგულისხმოა, რომ 2025 წელს სებ-მა სულ 4 კომერციული ბანკი დააჯარიმა.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, უახლესი გადაწვეტილბეა 3 აგვისტოთი თარიღდება, როდესაც სებ-მა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალს“ 6 000 ლარი დააკისრა. წელს დაჯარიმდნენ შემდეგი მისოები:

• შპს „მისო B კრედიტი“ - 4 000 ლარი; • შპს „მისო ექსპრეს კაპიტალ +“-ს - 4 300 ლარი; • შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კროს კრედიტი“ - 6 000 ლარი; • სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალი“ - 1 000 ლარი; • სს „მისო ინვესტ ჯორჯია“ - 17 000 ლარი; • შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესი“ - 94 000 ლარი; • შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია პიაცა კაპიტალი“ - 17 300 ლარი; • სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალფა ექსპრესი" - 18 000 ლარი; • შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი" - 621 600 ლარი; • შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“ - 81 500 ლარი.

გასულ წელს ჯამურად სულ 6 მისო დაჯარიმდა.

სებ-ის წლიური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობამ ჯამურად 9 588 950 ლარი შეადგინა, რომელიც ასე ნაწილდებოდა:

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტყის მცველი, ვეტერინარი და ოპერატორი - კორუფციული დანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

ტყის მცველი, ვეტერინარი და ოპერატორი - კორუფციული დანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

17 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

17 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

2026 წლის საუკეთესო ქვეყნები ექსპატებისთვის საცხოვრებლად - TOP-10

2026 წლის საუკეთესო ქვეყნები ექსპატებისთვის საცხოვრებლად - TOP-10

BM.GE