მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტყის მცველი, ვეტერინარი და ოპერატორი - კორუფციული დანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
ტყის მცველი, ვეტერინარი და ოპერატორი - კორუფციული დანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

ტყის მცველი, ვეტერინარი და ოპერატორი - კორუფციული დანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

BM.GE17 აგვისტო, 2026, 14:31|bm.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტები გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოვლენილია შემდეგი შემთხვევები:

• აჭარის სატყეო სააგენტო: ხულოს სატყეო ადმინისტრაციის ტყის მცველმა (ნ.ბ.), სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 1 000 აშშ დოლარი გამოართვა. იგი თანხის აღების მომენტში, დანაშაულის ადგილზე დააკავეს. • სურსათის ეროვნული სააგენტო: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ვეტერინარმა (ა.ლ.), პროცედურების გვერდის ავლით, დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 650 ლარი გამოართვა. • საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია: შპს-ის ოპერატორმა (ბ.ზ.), ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ნაგავსაყრელზე ნარჩენების უნებართვო განთავსების სანაცვლოდ, მოქალაქეს 500 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც იგი დააკავეს.

პირველ ორ ეპიზოდზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება) მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მესამე საქმეზე კი გამოძიება სსკ-ის 221-ე მუხლით, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 116 სტატია.

  • საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავესფორმულა
  • 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა - პოლიციამ ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით ინდოეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავარუსთავი 2
  • ყველაფერი სიცრუეა - იოსებ სიგუა ბრალდებებს "პირველებთან" პასუხობსტვ პირველი
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

მიკრომეწარმეობის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებია - რა პირობებით გაიეცემა სესხები?

მიკრომეწარმეობის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებია - რა პირობებით გაიეცემა სესხები?

BM.GE

მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო

მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო

BM.GE

წელს, ეროვნულმა ბანკმა 3 კომერციული ბანკი და 11 მისო დააჯარიმა - თანხა ₾1.2 მილიონამდეა

წელს, ეროვნულმა ბანკმა 3 კომერციული ბანკი და 11 მისო დააჯარიმა - თანხა ₾1.2 მილიონამდეა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE