მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს, I-VI კლასელები [ჩაიცვამენ ფორმას] და ყოველ წელს თითო კლასი დაემატება - გივი მიქანაძე
წელს, I-VI კლასელები [ჩაიცვამენ ფორმას] და ყოველ წელს თითო კლასი დაემატება - გივი მიქანაძე

წელს, I-VI კლასელები [ჩაიცვამენ ფორმას] და ყოველ წელს თითო კლასი დაემატება - გივი მიქანაძე

BM.GE1 ივლისი, 2026, 00:10|bm.ge

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, წელს ფორმას I-VI კლასელები ჩაიცვამენ და ყოველ წელს თითო კლასი დაემატება.

როგორც მან პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა, მიზანია რომ ბავშვები სასკოლო ფორმების კულტურას შეეგუონ.

"სურვილი გვაქვს, ეტაპობრივად შემოვიტანოთ ფორმები, რადგან ბავშვებისთვის ეს მაინც არის სიახლე და გვინდა, შევაჩვიოთ ისინი იმ კულტურას, რასაც ფორმის კულტურა ჰქვია. ამიტომ წელს თუ პირველიდან მეექვსე კლასში შემოგვაქვს ფორმები, ყოველ წელს თითო კლასი დაემატება. მეექვსე კლასელი, რომელიც წელს ფორმას ჩაიცვამს, მომავალ წელს უკვე მეშვიდე კლასში გადავა და მეშვიდე კლასსაც დავამატებთ.

წელს სამ ეტაპად მოხდება ფორმების მოწოდება. 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი სკოლაში მივა ახალი ქართული ფორმით, რომლის მარცხენა მხარეს საქართველოს სახელმწიფო გერბი იქნება გამოსახული. პირველი სემესტრის განმავლობაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით. მშობლებს წინასწარ მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია რეალიზაციის პუნქტების თაობაზე, რომლებიც როგორც რეგიონებში, ისე ქალაქებში გაიხსნება. ყველაფერი მაქსიმალურად ორგანიზებული იქნება", - განაცხადა მან.

მინისტრმა სასკოლო ფორმების ქსოვილის შემადგენლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასკოლო ფორმის მოდელები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

"ფორმა იქნება მაღალი ხარისხის. ქსოვილის შესახებ არაერთი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, გაბლნსაკუთრებით პოლიესტერზე იყო გამახვილებული ყურადღება. საერთაშორისო პრაქტიკაში პოლიესტერი აქტიურად გამოიყენება, თუმცა პოლიესტერის გარდა, არის სხვადასხვა ბუნებრივ მასალასთან შერეული შესაბამისი კონცენტრაციები, რაც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს, ფორმას მოქნილობას ანიჭებს და მის ცვეთადობას ამცირებს. ყველა ფორმას — იქნება ეს პიჯაკი, შარვალი თუ ქვედაბოლო - აქვს ანტიალერგიული სარჩული.

ზუსტად დღეს, თქვენთან სტუმრობამდე, მქონდა შეხვედრა კომპანიასთან, რომელმაც უკვე პირველი ნიმუშები წარმოადგინა. ამ ნიმუშებს გავლილი აქვს საერთაშორისო ხარისხის შესაბამისი ტესტირება. რა თქმა უნდა, ხელშეკრულების გათვალისწინებულია, რომ საქართველოში მოხდეს მისი ხარისხის შემოწმება, შესაბამისად, ეს ნიმუშები უკვე ჩვეთან შეფასდება ხარისხობრივი თვალსაზრისით", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში დაადგენენ ფასს, რომელიც განისაზღვრება როგორც პიჯაკებისთვის, ასევე შარვლებისა და ქვედაბოლოებისთვის: "სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ფასი იქნება რამდენჯერმე იაფი კერძო სკოლების ფორმების ფასთან შედარებით".

ამასთან, გივი მიქანაძემ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 65 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულით და ჰყავს დაწყებითი კლასის მოსწავლე, ფორმას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს.

"ჩვენი მიზანი იყო და არის, რომ ეს საქმიანობა ქართულ კომპანიებთან ერთად განხორციელდეს, მაგრამ როდესაც ბაზრის კვლევა და ტენდერი თავისუფალი მონაწილეობის შესაძლებლობას ითვალისწინებს, პირველი ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილმა კომპანიამ, სამწუხაროდ, ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად ვერ წარმოადგინა. კანონმდებლობიდან გამომდინარე, აღნიშნული ბაზრის კვლევა ვერ შედგა.

კომპანია, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება, ჩინეთში უმაღლესი სტანდარტის მქონე და ნომერ პირველი სასკოლო ფორმების მწარმოებელია. ამ კომპანიის ხელმძღვანელი უკვე ჩამოსულია საქართველოში. დღეს მასთან შეხვედრა გავმართეთ და სრული გარანტია მივიღეთ როგორც ხარისხზე, ასევე ვადებზე,” - აღნიშნა მინისტრმა.

სკოლის ფორმები 72%-ის პოლიესტერისგან შეიკერება|₾46-მილიონიანი კონტრაქტი ჩინურ კომპანიასთან დაიდო

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თსუ აპირებს წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია საჯარო კონკურსი გამოაცხადოს - მინისტრი

თსუ აპირებს წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია საჯარო კონკურსი გამოაცხადოს - მინისტრი

BM.GE

Comcast-მა NBCUniversal-ისა და Sky-ს ცალკე გამოყოფა გადაწყვიტა

Comcast-მა NBCUniversal-ისა და Sky-ს ცალკე გამოყოფა გადაწყვიტა

BM.GE

Alphabet-ი Dow Jones-ის ინდუსტრიულ ინდექსს შეუერთდა

Alphabet-ი Dow Jones-ის ინდუსტრიულ ინდექსს შეუერთდა

BM.GE

Shell-ის პროგნოზით, 2050 წლისთვის LNG-ზე მოთხოვნა 65%-ით გაიზრდება

Shell-ის პროგნოზით, 2050 წლისთვის LNG-ზე მოთხოვნა 65%-ით გაიზრდება

BM.GE