მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს მოცვის 40%-ით მეტ მოსავალს ველით - ასოციაცია
წელს მოცვის 40%-ით მეტ მოსავალს ველით - ასოციაცია

წელს მოცვის 40%-ით მეტ მოსავალს ველით - ასოციაცია

BM.GE14 ივნისი, 2026, 09:30|bm.ge

წელს საქართველოში მოცვის მოსავლიანობის 30-40%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. როგორც მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია BMG-სთან აცხადებს, ეს განპირობებულია როგორც ახალი ბაღების გაშენებით, ისე ძველი ბაღების პროდუქტიულობის მატებით.

ასოციაციის პრეზიდენტის თორნიკე ფანჯავიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასაწყისში მცირე პარტიები რუსეთში გადის, ასოციაციის წევრები შეთანხმდნენ ევროპის ბაზარზე ფოკუსირებაზე, რათა რუსეთის ბაზარზე ჭარბი მიწოდებით ფასი არ დაეცეს.

საერთაშორისო ბაზარზე კი ფასების მზარდი ტენდენციაა. ფანჯავიძის თქმით, გაზრდილი ლოგისტიკური ხარჯების გამო, საბაზისო ფასი 4-დან 4.5 ევრომდე გაიზარდა, ხოლო ევროპაში ფასი ამჟამად 7-7.5 ევროს ფარგლებშია.

“მოსავლიანობა ცალსახად გაზრდილია, დაახლოებით 30-დან 40%-მდე. ჩემი აზრით, 10,000 ტონა უნდა იყოს წელს საქართველოდან ექსპორტირებული, მაშინ როცა 7 000 ტონა იყო წინა წელს ოფიციალური სტატისტიკით. საექსპორტო ბაზრებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა იქიდან გამომდინარე, რომ გადაიწია ესპანეთი-მაროკოს სეზონმა, ახლა დამთავრდა სეზონი და რეალურად მომავალ კვირაში იწყება დეფიციტი ევროპის ბაზარზე.

იქიდან გამომდინარე, რომ სეზონის დასაწყისში დიდი რაოდენობები არ გვაქვს და გამოკრეფას ვახორციელებთ, გვიწევს რომ გავყიდოთ რუსეთში და ფასიც კარგია, თუმცა შუა სეზონზე ჩვენი ასოციაციის წევრები წელს შეთანხმებულები ვართ, რომ ევროპის ბაზარზე მნიშვნელოვნად ვიმუშავებთ, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ყველა შევა რუსეთის ბაზარზე ჩვენ თვითონ დავუგდებთ ჩვენს თავს ფასს, შესაბამისად გვინდა, რომ არც სხვა პატარა ფერმერებს არ დავუგდოთ ფასი, ვისაც სხვა გზა არა აქვს და რუსეთის ბაზარზე უწევს გაყიდვა. მე წინა წელს ჩემი მოსავლის 70%-მდე სხვა ბაზრებზე გავყიდე და არა რუსეთში და წელსაც იმავეს ვფიქრობთ.

წელს ზოგადად საექსპორტო ფასი უფრო მაღალია იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი გაძვირდა, მათ შორის ტრანსპორტირება და ესეც ფასში აისახა. თუ ადრე მაგალითად იწყებოდა 4 ევროდან, ახლა 4.5 ევროა ყველაზე დაბალი ფასი რაც დაფიქსირებულა. მაგრამ ახლა ბევრად მაღალი ფასია, სადღაც 7-7.5 ევრო ევროპაში”,- აცხადებს თორნიკე ფანჯავიძე.

მისი თქმით, მოცვის ექსპორტი უკვე დაიწყო დუბაის მიმართულებით (სატესტოდ). სამომავლოდ გეგმავენ ინდოეთის, სინგაპურისა და ჰონკონგის ბაზრებზე შესვლას. ჩინეთთან პროტოკოლზე მუშაობა კი კიდევ დაახლოებით ერთ წელს გასტანს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარწყვის მოსავლის 70%-მდე გაფუჭდა… პროდუქტი წელს დეფიციტურია - ასოციაცია

მარწყვის მოსავლის 70%-მდე გაფუჭდა… პროდუქტი წელს დეფიციტურია - ასოციაცია

BM.GE

TSMC-ის ყოველთვიური გაყიდვები 30%-ით გაიზარდა

TSMC-ის ყოველთვიური გაყიდვები 30%-ით გაიზარდა

BM.GE

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 8-14 ივნისი

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 8-14 ივნისი

BM.GE

14 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

14 ივნისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE