მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს ნარჩენების მართვის კოდექსის 2664 დარღვევა გამოვლინდა - ზედამხედველობის დეპარტამენტი
წელს ნარჩენების მართვის კოდექსის 2664 დარღვევა გამოვლინდა - ზედამხედველობის დეპარტამენტი

წელს ნარჩენების მართვის კოდექსის 2664 დარღვევა გამოვლინდა - ზედამხედველობის დეპარტამენტი

BM.GE10 ივლისი, 2026, 01:16|bm.ge

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2664 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევებიდან 713 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია. 267 - მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 250 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება, 240 - კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენისა და ამ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნების დარღვევა, 85 - კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, 46 - ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება, 5 - სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 1058 კი - სხვა დარღვევა.

ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 654 ფაქტი გამოვლენილია ქვემო ქართლში. 372 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 250 - მცხეთა-მთიანეთში, 200 - აჭარაში, 184 - იმერეთში, 176 - შიდა ქართლში, 146 - სამცხე-ჯავახეთში, 130 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 18 - გურიაში, 2 ფაქტი კი - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში. სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც - 2026 წლის 6 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 532 ფაქტი გამოავლინეს.

"ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე",- აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა მნიშვნელობისაა რუსეთისთვის ზემო ლარსის გამშვები პუნქტი?|TCRC-ის ანალიზი

რა მნიშვნელობისაა რუსეთისთვის ზემო ლარსის გამშვები პუნქტი?|TCRC-ის ანალიზი

BM.GE

საქართველოს უმსხვილესი კრედიტორი ქვეყნები საფრანგეთი და გერმანიაა - რამდენი ვალი გვაქვს?

საქართველოს უმსხვილესი კრედიტორი ქვეყნები საფრანგეთი და გერმანიაა - რამდენი ვალი გვაქვს?

BM.GE

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 45%-ით გაიზარდა | TOP საიმპორტო ქვეყნები

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 45%-ით გაიზარდა | TOP საიმპორტო ქვეყნები

BM.GE

კვერცხის იმპორტი გაიზარდა, შვიდ თვეში შემოვიდა 18.8 მლნ ცალი - სად ვყიდულობთ?

კვერცხის იმპორტი გაიზარდა, შვიდ თვეში შემოვიდა 18.8 მლნ ცალი - სად ვყიდულობთ?

BM.GE