
წელს, პურ-ფუნთუშეულის იმპორტში $45.7 მილიონი გადავიხადეთ|სად ვყიდულობთ და ვყიდით?
საქართველოში პურ-ფუნთუშეულის იმპორტი 2026 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როგორც ღირებულებით, ისე მოცულობით გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში იმპორტმა $45.7 მლნ, ხოლო მოცულობით 13 922 ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-მაისში მაჩვენებელი იყო $38.8 მლნ და 13 026 ტონა.
მონაცემებით დგინდება, რომ იმპორტი დაახლოებით 10%-ით გაძვირდა.
წელს, 5 თვეში მთავარ მომწოდებელ ქვეყნებს შორის ლიდერობენ:
• რუსეთი - $9.8 მლნ / 4 081 ტონა; • უკრაინა - $7.1 მლნ / 2 400 ტონა; • თურქეთი - $6.7 მლნ / 1 908 ტონა; • პოლონეთი - $5 მლნ / 639 ტონა; • ბულგარეთი - $3.6 მლნ / 690 ტონა; • აზერბაიჯანი - $2.4 მლნ / 1 481 ტონა; • იტალია - $2.1 მლნ / 475 ტონა; • გერმანია - $1.2 მლნ / 188 ტონა; • რუმინეთი - $1.1 მლნ / 316 ტონა; • ბელარუსი - $946 ათასი / 275 ტონა.
აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ ბაზარზე იმპორტირებული პურ-ფუნთუშეულის წილი სტაბილურად იზრდება, განსაკუთრებით რეგიონული მომწოდებლების მიმართულებით.
რაც შეეხება ექსპორტს, გაზრდილია საქართველოდან პურ-ფუნთუშეულის საერთაშორისო რეალიზაციის მონაცემებიც. ოფიციალური მონაცემებით, ხუთ თვეში ქვეყნიდან $5.3 მლნ ღირებულების 1 453 ტონა პროდუქცია გავიდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი $2.8 მლნ-ის 860 ტონა პურ-ფუნთუშეულს შეადგენდა. შედეგად, წლიურ ჭრილში პურ-ფუნთუშეულის ექსპორტი ღირებულებით 87.8%-ით, ხოლო მოცულობით 68.9%-ით გაიზარდა.
2026 წლის იანვარ-მაისში ქართული პურ-ფუნთუშეულის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი უზბეკეთი იყო, სადაც $1.7 მლნ ღირებულების 413 ტონა პროდუქცია გავიდა. მას მოსდევს:
• აზერბაიჯანი - $1.3 მლნ, 546 ტონა; • სომხეთი - $1 მლნ, 241 ტონა; • ისრაელი - $603 ათასი, 178 ტონა; • რუსეთი - $384 ათასი, 43 ტონა; • თურქეთი - $120 ათასი, 14 ტონა; • ბელარუსი - $73 ათასი, 8 ტონა; • ირანი - $28 ათასი, 2 ტონა; • ლატვია - $6 ათასი, 1.6 ტონა; • აშშ - $5 ათასი, 1.8 ტონა.