მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს, სასურსათო ხორბლის წილი შესაძლოა შემცირდეს - ასოციაცია
წელს, სასურსათო ხორბლის წილი შესაძლოა შემცირდეს - ასოციაცია

წელს, სასურსათო ხორბლის წილი შესაძლოა შემცირდეს - ასოციაცია

BM.GE29 ივნისი, 2026, 20:50|bm.ge

საქართველოში ხორბლის მოსავლის აღება უახლოეს 7-10 დღეში დაიწყება. ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ BM.GE-სთან განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსავლის მოცულობა, სავარაუდოდ, გასული წლის დონეზე შენარჩუნდება, წელს ხარისხობრივი მაჩვენებლები შესაძლოა გაუარესდეს და სასურსათო ხორბლის წილი შემცირდეს.

მისი თქმით, მოსავლის აღების დაწყება არახელსაყრელი ამინდების გამო მცირედით გადაიწია, რაც პირველ რიგში ხარისხზე აისახება.

„წინასწარი პროგნოზებით, რაოდენობა დაახლოებით იგივე იქნება, რაც შარშან - დაახლოებით 200 000 ტონა. თუმცა, სავარაუდოდ, ხარისხობრივი მაჩვენებლით სასურსათო ხორბალი ნაკლები იქნება, ხოლო საფურაჟე ხორბლის წილი გაიზრდება. წისქვილკომბინატები მზად არიან ქართული სასურსათო ხორბლის მისაღებად“, - განაცხადა სილაგავამ.

მისივე ინფორმაციით, როგორც წინა წლებში, ასოციაცია უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს იმ წისქვილკომბინატების ჩამონათვალსა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომლებიც ფერმერებისგან ხორბალს ჩაიბარებენ. სილაგავას შეფასებით, ამ ეტაპზე არც იმპორტირებული ხორბლის ფასის მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში საწვავთან დაკავშირებული პრობლემები არსებობს, მოსავლის აღების პერიოდში ფერმერებისთვის სპეციალური ხელშემწყობი რეჟიმი მოქმედებს, რაც ფასების სტაბილურობას უწყობს ხელს.

„დღეს მაღალი მოსავალია როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში, ევროკავშირსა და ყაზახეთში. ამ ფონზე, ტრადიციულად, მოსავლის აღების პერიოდში შეთავაზება იზრდება და ფასები მცირდება. შესაბამისად, უახლოეს თვეებში რეგიონში ფასების სერიოზულ მატებას არ ველოდებით“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ასოციაციის პროგნოზით, ახალი მოსავლის ქართული ხორბლის შესყიდვის ფასი დაახლოებით 60 თეთრი იქნება ერთ კილოგრამზე. როგორც ლევან სილაგავა განმარტავს, ეს ფასი პირდაპირ უკავშირდება იმპორტირებული ხორბლის ღირებულებას, რადგან საქართველოში დაფქვის პროცესში ადგილობრივი და იმპორტირებული ხორბლის შერევა აუცილებელია.

„ფერმერებისთვის ეს ფასი გამოწვევაა, რადგან წელს თითქმის ყველა სამუშაო მნიშვნელოვნად გაუძვირდათ. თუმცა ფასის ფორმირება საბაზრო პრინციპით ხდება და სწორება იმპორტირებული ხორბლის ფასზეა“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, წისქვილკომბინატებს ფერმერებისთვის ფასის ხელოვნურად გაზრდის შესაძლებლობა არ აქვთ. ერთადერთი, რისი შეთავაზებაც შეუძლიათ, მოსავლის დროებით დასაწყობებაა, რათა ფერმერებმა, სურვილის შემთხვევაში, ხორბალი მოგვიანებით, მათთვის უფრო ხელსაყრელ პერიოდში გაყიდონ.

ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველომ $36.7 მილიონი დოლარის ღირებულების 142 671 ტონა ხორბალი შეიძინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-იან კლებას აჩვენებს. მთავარი მომწოდებელი კვლავ რუსეთია - სადაც ამავე პერიოდში $33.300 მილიონის ღირებულების 128 405 ტონა ხორბალი შევიძინეთ. ეს კი ნიშნავს, რომ მთლიან ხორბლის იმპორტში რუსეთის ბაზრის წილი 90%-ს აჭარბებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

NBA Europe-ის ფრენჩაიზების განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა

NBA Europe-ის ფრენჩაიზების განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა

BM.GE

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ყაზახეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმებს მოაწერა ხელი

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ყაზახეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმებს მოაწერა ხელი

BM.GE

დონალდ ტრამპი ჟურნალისტ ქალზე სექსუალურ ძალადობაში უზენაესმაც გაამტყუნა

დონალდ ტრამპი ჟურნალისტ ქალზე სექსუალურ ძალადობაში უზენაესმაც გაამტყუნა

BM.GE

„თხილის ფასი 2025-ზე ნაკლები იქნება, თუმცა მკვეთრად არ შემცირდება“ - ქარდავა

„თხილის ფასი 2025-ზე ნაკლები იქნება, თუმცა მკვეთრად არ შემცირდება“ - ქარდავა

BM.GE