მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "წელს, ცივი გაზაფხულის გამო გაყიდვები შემცირდა" - ნაყინის მწარმოებლები გამოწვევებზე
"წელს, ცივი გაზაფხულის გამო გაყიდვები შემცირდა" - ნაყინის მწარმოებლები გამოწვევებზე

"წელს, ცივი გაზაფხულის გამო გაყიდვები შემცირდა" - ნაყინის მწარმოებლები გამოწვევებზე

BM.GE17 მაისი, 2026, 17:10|bm.ge

ნაყინის მწარმოებლები გაყიდვების შემცირებას ცივ გაზაფხულს უკავშირებენ. ამის შესახებ მათ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრეს, სადაც სექტორში არსებული გამოწვევები, ფასების ცვლილება და ქსელურ მარკეტებში შესვლის სირთულეები განიხილეს.

გურჯაანის ნაყინის წარმომადგენლის, ლელა ბერიკაშვილის განცხადებით, გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 9–10%-ით შემცირდა.

„ნაყინის წარმოება და მოთხოვნა პირდაპირ არის ამინდზე დამოკიდებული. წელს ცივი გაზაფხულის გამო გაყიდვები შემცირდა, თუმცა ახლა ველოდებით გაუმჯობესებას და თბილი სექტემბრის ხარჯზე კომპენსაციას“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, კომპანია წარმოდგენილია ქსელურ მარკეტებში, მათ შორის "კარფურში", "ფრესკოში", "უნივერსამში" და ასევე მცირე ქსელებში. ბერიკაშვილის თქმით, მალე პროდუქცია კვლავ დაბრუნდება "გუდვილის" ქსელშიც და წელს დაემატა One Price-იც, თუმცა ბაზრის სრულად დაფარვა მათთვის გამოწვევაა.

„მომხმარებელი ხშირად გვეკითხება, რატომ არ ვართ უფრო მეტ ქსელში, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული - დიდი ქსელების პირობები ხშირად რთულად შესასრულებელია. ეს არის დიდი ქეშბექები, პირველადი შესვლის გადასახადები, და სამწუხაროდ გვქონია პრაქტიკაში წინა წლებში, რომ შევსულვართ რაღაც მაღაზიათა ქსელში და არაკეთილსინდისიერი გადამხდელები აღმოჩენილან“, - განაცხადა მან.

ბერიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ნედლეულის გაძვირების მიუხედავად, კომპანიას ფასები თითქმის არ შეუცვლია და მომხმარებელზე ორიენტირებულ პოლიტიკას ინარჩუნებს. მისი თქმით, ბაზარზე კვლავ არის პროდუქცია, რომელიც 70 თეთრი ღირს.

სექტორში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა „რომა ჯელატოს“ დამფუძნებელმა თამუნა უდესიანმაც. მისი თქმით, ცივი გაზაფხულის გამო განსაკუთრებით B2B მიმართულება დაზარალდა, თუმცა საცალო გაყიდვები შედარებით სტაბილურია.

„საკმაოდ ცივი გაზაფხული გვაქვს. აქედან გამომდინარე, შარშანდელ მაჩვენებელს შეიძლება ითქვას, რომ ჩამოვრჩებით ოდნავ. განსაკუთრებით ეს აისახება B2B ბიზნესში, B2C ბიზნესში ნაკლებად, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ერთგული მომხმარებლები უკვე წლებია გვიცნობენ, დადიან ჩვენს სანაყინეებში და ლოკალურად თითოეულ ფილიალში არ გვაქვს ჩამორჩენა“, - აღნიშნა მან.

უდესიანის თქმით, კომპანია მთლიანად იმპორტირებულ ნედლეულზეა დამოკიდებული, რის გამოც წელს ფასების 5–10%-იანი კორექტირება გახდა აუცილებელი, თუმცა ის დასძენს, რომ მოთხოვნა სეზონურად მაინც მნიშვნელოვნად იზრდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

BM.GE

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

BM.GE