
ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობები ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტია|მაკა ბოჭორიშვილი
ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობები ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომელიც პრემიერთან ერთად ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
მისი განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, მაღალი დონის ვიზიტები დამატებით შესაძლებლობებს ქმნის როგორც ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ისე სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე რეგიონული დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქციის განვითარების კონტექსტში. „ზოგადად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობები ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტი იმ თვალსაზრისით, რომ მათთვის საქართველო არის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა. ამ კონტექსტში საჭიროა ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა ქვეყნებს შორის. ასევე, საინტერესოა ჩვენთვის ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პარტნიორობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სწორედ ეს ვიზიტი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების განვითარებას და გაძლიერებას,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორია ეკონომიკური კავშირები ტაჯიკეთთან, სადაც ავტომობილების რეექსპორტი 400%-ზე მეტად გაიზარდა
BM.GE
წყარო: bm.ge