მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

BM.GE12 ივნისი, 2026, 20:35|bm.ge

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, სსიპ "ციფრული მმართველობის სააგენტოს” თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა. ის მანამდე სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

უწყების ინფორმაციით, სანდრო ცირეკიძეს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი წარმატებით ხელმძღვანელობდა მასშტაბური და კომპლექსური ტექნოლოგიური პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე თანამედროვე საინჟინრო და ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვის პროცესებს.

"მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მიმართულებით. საჯარო სექტორში საქმიანობის დაწყებამდე, კერძო სფეროში წამყვან მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა, სადაც ინოვაციური ტექნოლოგიური მიდგომებისა და მაღალი ეფექტიანობის მქონე გადაწყვეტილებების დანერგვაზე იყო პასუხისმგებელი.

ახალ პოზიციაზე სანდრო ცირეკიძის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ციფრული მმართველობის პროცესის წარმართვა, მოქალაქეზე ორიენტირებული, თანამედროვე და უსაფრთხო ციფრული ეკოსისტემის განვითარება, სახელმწიფო სერვისების შემდგომი ტრანსფორმაცია და ინოვაციების ხელშეწყობა", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE