მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ციფრული ცვლილებები კონკრეტულ ბიზნესამოცანებს უნდა ებმოდეს": GPI Industry Talks-ის ტრანსფორმაციის პარტნიორია
"ციფრული ცვლილებები კონკრეტულ ბიზნესამოცანებს უნდა ებმოდეს": GPI Industry Talks-ის ტრანსფორმაციის პარტნიორია

"ციფრული ცვლილებები კონკრეტულ ბიზნესამოცანებს უნდა ებმოდეს": GPI Industry Talks-ის ტრანსფორმაციის პარტნიორია

BM.GE19 ოქტომბერი, 2026, 16:30|bm.ge

"ვენის სადაზღვევო ჯგუფის" წევრი და ადგილობრივ ბაზარზე დაზღვევის გაციფრულების პირველი ინიციატორი - "ჯიპიაი ჰოლდინგი" ბიზნესფორუმ Industry Talks-ს ტრანსფორმაციის პარტნიორის სტატუსით უერთდება.

ათასობით ქართულ კომპანიასთან ყოველდღიური პარტნიორობის საფუძველზე, სადაზღვევო სექტორის ლიდერი მზად არის, ქართულ ბიზნესს საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიაროს ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორებიც პროცესების გამარტივება, ბიუროკრატიის მინიმიზაცია და ევროპულ სტანდარტებთან ადაპტაციაა.

რატომ არის ტექნოლოგიური გარდაქმნისას გადამწყვეტი რიგითი თანამშრომლების ხმა, რა პოტენციალი რჩება ქვეყანაში ჯერ კიდევ აუთვისებელი და რატომ გაჩნდა სხვადასხვა ინდუსტრიას შორის ცოდნის გაცვლის აუცილებლობა? - GPI თავის ხედავს BM.GE-ს უზიარებს.

თავისი პროფილიდან გამომდინარე, GPI ყოველდღიურად ათასობით ქართულ ბიზნესთან თანამშრომლობს და მკაფიოდ ხედავს, რამდენად სწრაფად იცვლება მათი საჭიროებები პროცესების გამარტივების, ეფექტიანობის ზრდისა და მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შექმნის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, კომპანიის გადაწყვეტილება, გამხდარიყო Industry Talks-ის პარტნიორი, ემყარება სურვილს, ბიზნესებს შორის პრაქტიკული დიალოგი დაიწყოს:

"დღეს, როდესაც ციფრული ტრანსფორმაცია ჩვენი ყოველდღიურობაა, ქართული ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სივრცე, სადაც ტექნოლოგიებზე საუბარი კონკრეტულ ბიზნესამოცანებს უკავშირდება. ციფრული ტრანსფორმაცია ინვესტიციას, დროსა და სწორ პრიორიტეტებს მოითხოვს. ეს ღონისძიება შესაძლებლობას მოგვცემს, უშუალოდ ერთმანეთისგან გავიგოთ, რა მუშაობს პრაქტიკაში, რა სირთულეები ახლავს ცვლილებებს და როგორ შეიძლება მათი გადაჭრა", - აცხადებენ GPI-ში.

ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით GPI-ის გამოცდილებას ზურგს წლების წინ მიღებული გამოცდილება უმაგრებს, როდესაც კომპანია ციფრული სერვისების გაციფრულების ნოვატორი გახდა. როგორც GPI-ში აღნიშნავენ, Industry Talk-ის ტრანსფორმაციის პარტნიორობა მათთვის პასუხისმგებლობაა - გაუზიარონ ბაზარს არა მხოლოდ მიღწეული წარმატებები, არამედ ის გამოწვევები და შეცდომებიც, რომლებიც ამ გზაზე შეხვდათ.

გარდა ადგილობრივი გამოცდილებისა, GPI ფორუმზე საერთაშორისო ნოუ-ჰაუს წარმოდგენასაც გეგმავს.

"როგორც იცით, GPI "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" წევრია. წლების წინ, როდესაც ციფრული ტრანსფორმაცია ჩვენი ბიზნესპრიორიტეტი გახდა, სწორედ მათი მასშტაბური გამოცდილება დაგვეხმარა. ვფიქრობთ, ეს ევროპული პრაქტიკა დამსწრე აუდიტორიისთვის, განსაკუთრებით კი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ციფრული გარდაქმნის საწყის ეტაპზე არიან, ძალიან საინტერესო და პრაქტიკული იქნება", - აღნიშნავენ კომპანიაში.

გამოწვევებზე საუბრისას კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ციფრული გარდაქმნისას ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი თანამშრომლების მხრიდან სიახლეების მიღება და ორგანიზაციული კულტურის ადაპტაციაა. GPI-ის გამოცდილებით, ნებისმიერი ტექნოლოგია ფუჭია, თუ გუნდი მის რეალურ სარგებელს ვერ ხედავს.

იმისთვის, რომ ტექნოლოგიური განახლება მხოლოდ ფორმალურ პროცესად არ დარჩეს, GPI-ის პრაქტიკა რამდენიმე ფუნდამენტურ მიდგომას ეფუძნება:

• პრობლემის სწორი იდენტიფიცირება: ზუსტად უნდა განისაზღვროს, რა ართულებს მომხმარებლის მომსახურებას, სად იკარგება თანამშრომლის დრო და რომელი პროცესი ქმნის ზედმეტ ბიუროკრატიას; • ხაზის თანამშრომლების ჩართულობა: პროცესში აუცილებელია იმ ადამიანების მონაწილეობა და მოსმენა, რომლებიც ოპერაციებს ყოველდღიურად მართავენ - მათ ყველაზე უკეთ იციან, სად არის რეალური სირთულე; • უწყვეტი სწავლება და უკუკავშირი: ტექნოლოგია უნდა ამარტივებდეს საქმეს და არა პირიქით - თანამშრომელმა პირველივე დღიდან უნდა იგრძნოს ცვლილების პრაქტიკული სარგებელი.

გამოწვევების იდენტიფიცირებისას GPI-ში ხაზს უსვამენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ციფრული სიახლეების სიმრავლის მიუხედავად, საერთაშორისო გამოცდილებასთან შედარებით, საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების - მათ შორის ხელოვნური ინტელექტის - რეალური შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოყენებული.

Industry Talks-ის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სწორედ ინდუსტრიებს შორის ცოდნის გადაკვეთა და ამ გამოწვევების აღმოფხრვრისკენ ერთობლივი მუშაობის დაწყებაა. როგორც GPI-ში განმარტავენ, სხვადასხვა სექტორს საერთო გამოწვევები აერთიანებს - იქნება ეს ხარჯების ოპტიმიზაცია, მონაცემთა ანალიზი თუ მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესება.

"ერთ სექტორში გამოცდილი მიდგომა ხშირად მეორისთვისაც გამოსადეგია. მაგალითად, რითეილის გამოცდილებამ მომხმარებლის ქცევის ანალიზში შეიძლება სადაზღვევო ბიზნესს ახალი იდეები მისცეს, ხოლო ტექნოლოგიურმა სექტორმა ორივეს პროცესების გაუმჯობესებაში შეუწყოს ხელი. ჩვენი მოლოდინია, რომ ამ ღონისძიების შედეგად ბევრ ახალ პარტნიორს შევიძენთ და ფორუმზე დაწყებული ღია დიალოგი რეალურ ბიზნესთანამშრომლობებში გადაიზრდება", - აცხადებენ GPI-ში.

Industry Talks უპრეცედენტო B2B პლატფორმაა, რომელიც ტექნოლოგიური და ბიზნესკონსალტინგის ლიდერ BDO Digital-სა და წამყვან ბიზნესმედია პლატფორმა BMG-ის პარტნიორობით შეიქმნა.

პლატფორმის სადებიუტო ღონისძიება - Industry Talks 1.0 | Retail Transformation 6 ნოემბერს, Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართება და სრულად რიტეილ სექტორს დაეთმობა, მომავალში კი პლატფორმა სხვა წამყვან ინდუსტრიებსაც მოიცავს.

ფორუმი რიტეილისა და ტექნოლოგიური სექტორის მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გააერთიანებს ისეთი საკითხების განსახილველად, როგორებიცაა ოპერაციული პროცესების მასშტაბური ავტომატიზაცია, ყოველდღიური სამუშაო დინამიკის ოპტიმიზაცია და მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უმაღლესი თანამდებობის პირების კორუფციასთან დაკავშირებით იმედგაცრუება ივანიშვილთან ერთად, მთელ გუნდს აქვს - პაპუაშვილი

უმაღლესი თანამდებობის პირების კორუფციასთან დაკავშირებით იმედგაცრუება ივანიშვილთან ერთად, მთელ გუნდს აქვს - პაპუაშვილი

BM.GE

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

BM.GE

აშშ და საქართველო ჯანდაცვის სფეროში პარტნიორობას აღრმავებენ | CDC-ის დელეგაცია სარჯველაძეს შეხვდა

აშშ და საქართველო ჯანდაცვის სფეროში პარტნიორობას აღრმავებენ | CDC-ის დელეგაცია სარჯველაძეს შეხვდა

BM.GE

S&P Global-მა საქართველოს რკინიგზის რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა

S&P Global-მა საქართველოს რკინიგზის რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა

BM.GE