მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ და საქართველო ჯანდაცვის სფეროში პარტნიორობას აღრმავებენ | CDC-ის დელეგაცია სარჯველაძეს შეხვდა
აშშ და საქართველო ჯანდაცვის სფეროში პარტნიორობას აღრმავებენ | CDC-ის დელეგაცია სარჯველაძეს შეხვდა

აშშ და საქართველო ჯანდაცვის სფეროში პარტნიორობას აღრმავებენ | CDC-ის დელეგაცია სარჯველაძეს შეხვდა

BM.GE19 ოქტომბერი, 2026, 17:36|bm.ge

აშშ და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ. გასულ კვირას ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დელეგაცია ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს შეხვდნენ.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული 30-წლიანი პარტნიორობა შეაფასეს, ჯანდაცვის სფეროში აშშ-ის დახმარების განახლებაზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

"30 წელზე მეტია, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად მუშაობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად. გასულ კვირას, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დელეგაცია ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მრავალწლიანი პარტნიორობა, აშშ-ის დახმარების განახლება ჯანდაცვის სფეროში და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს დაავადებების ზედამხედველობისა და ლაბორატორიული სისტემების გაძლიერებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას, ასევე ჯანმრთელობის ახალი საფრთხეების თავიდან აცილებას, დროულ გამოვლენასა და მათზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, რითაც ხელს ვუწყობთ ჯანმრთელობის უსაფრთხოების განმტკიცებას საქართველოსა და რეგიონში. ჯანმრთელობის საფრთხეები სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს, ამიტომ, ერთობლივი მუშაობით ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ორივე ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ", - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იპოთეკური სესხის მაღალი ხარჯი ბინის შეძენას ართულებს - "სპარკ სითი"

იპოთეკური სესხის მაღალი ხარჯი ბინის შეძენას ართულებს - "სპარკ სითი"

BM.GE

20 ოქტომბერს, "ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" გაფართოებული მანდატის პრეზენტაციას გამართავს

20 ოქტომბერს, "ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" გაფართოებული მანდატის პრეზენტაციას გამართავს

BM.GE

რუსეთზე სანქციების შემსუბუქების მოლოდინმა ნავთობის გაიაფება გამოიწვია

რუსეთზე სანქციების შემსუბუქების მოლოდინმა ნავთობის გაიაფება გამოიწვია

BM.GE

ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა

ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა

BM.GE