მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „წინ და წინ - ფინანსობანა“ – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
„წინ და წინ - ფინანსობანა“ – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა

„წინ და წინ - ფინანსობანა“ – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა

BM.GE28 აპრილი, 2026, 21:25|bm.ge

28 აპრილს ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ინტერაქციული სპექტაკლი „წინ და წინ - ფინანსობანა“ გაიმართა.

„წინ და წინ- ფინანსობანა“ მოზარდებისთვის შექმნილი პირველი ქართული სპექტაკლია ფინანსურ თემაზე, რომელიც თამაშისა და ინტერაქციის ფორმით აცნობს მათ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ფინანსური უსაფრთხოება, დაზოგვა, მიზნების დასახვა და მეწარმეობის საფუძვლები.

სპექტაკლს ესწრებოდნენ როგორც "ფინედუს" პროექტებში აქტიურად ჩართული მასწავლებლების მოსწავლეები, ასევე ადგილობრივი სკოლების დაინტერესებული მოზარდები.

პროექტი ფულის გლობალური კვირეულის 2026 წლის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ - www.finedu.gov.ge - ინიციატივით, კომპანია „თამაშობასთან“ თანამშრომლობითა და ლიბერთი ბანკის, საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკისა და ბაზისბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში ეს უკვე მეცხრე წარმოდგენაა. გასულ წელს სპექტაკლი გაიმართა თბილისსა და შვიდ რეგიონში და მას ჯამში 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.

„წინ და წინ - ფინანსობანას“ მომდევნო წარმოდგენები გაიმართება 29 აპრილს ონში და 1 მაისს მესტიაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE