მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წლის ბოლომდე აუცილებლად დავუბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდას | APM Terminals ფოთის პორტის გაფართოების პროექტზე
წლის ბოლომდე აუცილებლად დავუბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდას | APM Terminals ფოთის პორტის გაფართოების პროექტზე

წლის ბოლომდე აუცილებლად დავუბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდას | APM Terminals ფოთის პორტის გაფართოების პროექტზე

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 13:19|bm.ge

ფოთის პორტი ამჟამად საოპერაციო მოცულობების ზღვარზე იმყოფება, რაც გაფართოების პროექტის დაჩქარების აუცილებლობას წარმოშობს. ამის შესახებ BMG-სთან „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზვიად ჩხარტიშვილი საუბრობს.

მისი თქმით, ფოთის პორტის გაფართოების პროექტი სრულად კერძო ინვესტიციაა და სახელმწიფო აქ მხოლოდ პარტნიორის როლშია, რაც ნიშნავს, რომ პროექტი გადასახადების გადამხდელების ფინანსურ რესურსს არ საჭიროებს.

„მიმდინარე ეტაპზე მცირე ინვესტიციებით და მუდმივი გაუმჯობესების პროცედურებით, ჩვენ ვახერხებთ რომ ტვირთნაკადს გავუმკლავდეთ, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ გამტარუნარიანობის ზღვარზე ვიმყოფებით. შესაბამისად, ეს გვაძლევს ჩვენ იმ შესაძლებლობას, დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, რომ აუცილებელი და დასაჩქარებელია ფოთის პორტის გაფართოება.

ამასთან, მარტივად დათვლადია, რომ როდესაც მცირე მოცულობის ტვირთია და ხარჯი არის დიდი - ტარიფი უნდა იყოს მაღალი. როდესაც მოცულობა მოიმატებს (ჩვენ ისედაც ვცდილობთ რომ ხარჯები შევამციროთ), რა თქმა უნდა, ეს წაადგება უკვე სატარიფო პოლიტიკას“, - განმარტავს ზვიად ჩხარტიშვილი.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების აქტივობაც - აქთაუს, თურქმენბაშისა და ბაქოს პორტებში უკვე განხორციელდა სერიოზული ინვესტიციები, რასაც საქართველომ ადეკვატური ინფრასტრუქტურული პასუხით უნდა უპასუხოს.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარება, რკინიგზის მოდერნიზაცია და საბაჟო პროცედურების გაციფრულება - ეს ყველაფერი პორტების განვითარებასთან ერთად ერთიან ჭრილში უნდა განვიხილოთ. მხოლოდ ასე შევძლებთ საქართველოს, როგორც დერეფნის უმნიშვნელოვანესი რგოლის სიმძლავრეების გაზრდას.

როგორც აღვნიშნე, ჩვენ საოპერაციო მოცულობების ზღვარზე ვიმყოფებით. APM Terminals-ი მუდმივი გაუმჯობესების პროცედურების დანერგვით უმკლავდება გაზრდილ მოცულობებს. აგრეთვე, ჩვენ დავაანონსეთ, დამატებითი ინვესტიციის ჩადება - ერთი მხრივ, შევიძინეთ დამატებითი ტერიტორია ფოთის პორტთან სიახლოვეს და მეორე მხრივ, დამატებითი ამწე, რომლითაც, შეგვიძლია 50 000 TEU მოცულობით შევმატოთ არა მხოლოდ პორტის, არამედ მთლიანად, შუა დერეფნის გამტარუნარიანობას. წლის ბოლოს ჩვენ უკვე 650 000 TEU გამტარუნარიანობას მივაღწევთ“, - ამბობს ჩხარტიშვილი BMG-სთან.

მისივე ცნობით, ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის კონსულტაციები გრძელდება და წლის ბოლომდე მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდებიან, რათა საბოლოოდ შეთანხმდნენ პორტის მასშტაბური გაფართოების დეტალებზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 111 სტატია.

  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდარუსთავი 2
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

[ექსპო ჯორჯიას] რეკრეაციულ სივრცეს 10 000 კვ.მ. დაემატება… აშენდება ახალი საგამოფენო პავილიონი - რესან ქიქავა

[ექსპო ჯორჯიას] რეკრეაციულ სივრცეს 10 000 კვ.მ. დაემატება… აშენდება ახალი საგამოფენო პავილიონი - რესან ქიქავა

BM.GE

“ექსპო ჯორჯიას” დირექტორი განცხადებას ავრცელებს

“ექსპო ჯორჯიას” დირექტორი განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში - წელს პროგრამაზე ₾1.5 მლნ იხარჯება

ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში - წელს პროგრამაზე ₾1.5 მლნ იხარჯება

BM.GE

"თბილისი მარკეტებით გაჯერდა… რეგიონები ექსპანსიის ახალი შესაძლებლობაა"|რიტეილ ექსპერტის პროგნოზი

"თბილისი მარკეტებით გაჯერდა… რეგიონები ექსპანსიის ახალი შესაძლებლობაა"|რიტეილ ექსპერტის პროგნოზი

BM.GE