მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წლის ბოლომდე, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ნაკლებად მოსალოდნელია - "თიბისი ჯგუფის" უფროსი ეკონომისტი
წლის ბოლომდე, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ნაკლებად მოსალოდნელია - "თიბისი ჯგუფის" უფროსი ეკონომისტი

წლის ბოლომდე, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ნაკლებად მოსალოდნელია - "თიბისი ჯგუფის" უფროსი ეკონომისტი

BM.GE6 სექტემბერი, 2026, 02:21|bm.ge

„თიბისი ჯგუფის“ პროგნოზით, 9 სექტემბრის სხდომაზე ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8,25%-ზე დატოვებს, თუმცა არგუმენტები პოლიტიკის გამკაცრების სასარგებლოდ საგრძნობლად გაძლიერებულია. როგორც BMG-სთან „თიბისი ჯგუფის“ უფროსი მაკროეკონომისტი, ნიკოლოზ ზურაბიშვილი აცხადებს, ამის მიუხედავად, წლის ბოლომდე, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ნაკლებად მოსალოდნელია.

„საბაზო სცენარით, ველოდებით, რომ წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დარჩება, თუმცა, წინა სხდომასთან შედარებით, პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტები, ცალსახად, გაძლიერებულია.

წელს, ჩვენ ინფლაციის მნიშვნელოვან შენელებას არ ველოდებით, თუმცა, ჯამში, მომავალი წლიდან ველით, რომ ინფლაცია შენელდება - დღევანდელი საბაზრო მოლოდინია, რომ კონფლიქტი მეტ-ნაკლებად ამოიწურება ეკონომიკურ ჭრილში და ნავთობზე ფასები დასტაბილურდება მიმდინარე წლის თებერვლის ნიშნულამდე.

ერთჯერადი ეფექტები და ომით გამოწვეული ეფექტები, მოსალოდნელია, რომ წელს, წლის ბოლომდე ამოიწურება, რაც შემცირების მიმართულებით იმოქმედებს წლიურ ინფლაციაზე. ხოლო, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს გააჩნია გადაცემის არხით დაყოვნება - დაახლოებით, სამი-ოთხი კვარტლით დაგვიანებით მოქმედებს ეკონომიკაზე, ამიტომ მონეტარული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია ინფლაციის პროგნოზი და არა მიმდინარე ინფლაცია. შესაბამისად, თუ პროგნოზი არის, რომ ინფლაცია შენელდება სხვა თანაბარ პირობებში, ნაკლებად საჭიროა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება“, - აცხადებს ნიკოლოზ ზურაბაშვილი BMG-სთან.

მისივე განმარტებით, ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ნავთობპროდუქტების გაძვირებაა. თუ ივნისში, აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფონზე, ნავთობის ფასი ბარელზე 72 დოლარამდე შემცირდა, დღეისათვის ეს ნიშნული 95 დოლარს აღწევს.

ზურაბაშვილის თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაცია პირდაპირ აისახება საქართველოს ბაზარზე. გლობალურ ბირჟებზე ფასების ცვლილება ადგილობრივ ეკონომიკას საშუალოდ ერთი კვარტალის დაგვიანებით გადაეცემა. შესაბამისად, თუ საერთაშორისო ბაზარზე ფასები მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, საქართველოში საწვავის გაძვირება კვლავ მოსალოდნელია.

„თიბისი ჯგუფის“ საბაზო სცენარით, დეკემბრისთვის წლიური ინფლაცია დაახლოებით 6%-ის ფარგლებში იქნება.

საქსტატის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა, ეს წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია და ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-ს 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატება. ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ტრანსპორტის ჯგუფმა, რომელშიც წამყვანი ადგილი საწვავის ფასის ზრდას უჭირავს. გარდა ამისა, ინფლაციაზე გავლენა მოახდინა სურსათის გაძვირებამ; ასევე, კომუნალური გადასახადების მატებამ, რაც აპრილიდან მოქმედებს და ჯანდაცვის სექტორში ფასების მატებამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

TOP 10 სავაჭრო მარშრუტი მსოფლიოში

TOP 10 სავაჭრო მარშრუტი მსოფლიოში

BM.GE

"უამრავი გეგმა გვაქვს" - რა პროექტებზე მუშაობს "ამბასადორი ჯგუფი"?

"უამრავი გეგმა გვაქვს" - რა პროექტებზე მუშაობს "ამბასადორი ჯგუფი"?

BM.GE

აგროსასურსათო პროდუქციის მოყვანა წლიდან წლამდე ძვირდება - "ფერმერთა ასოციაცია"

აგროსასურსათო პროდუქციის მოყვანა წლიდან წლამდე ძვირდება - "ფერმერთა ასოციაცია"

BM.GE

კურორტ გოდერძიზე 20-მდე ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი - ზურაბ პატარაძე

კურორტ გოდერძიზე 20-მდე ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი - ზურაბ პატარაძე

BM.GE