მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წლის ბოლოს არ უნდა გადასცდეს ეს ყველაფერი - კობახიძე CCCC-თან მოლაპარაკებაზე
წლის ბოლოს არ უნდა გადასცდეს ეს ყველაფერი - კობახიძე CCCC-თან მოლაპარაკებაზე

წლის ბოლოს არ უნდა გადასცდეს ეს ყველაფერი - კობახიძე CCCC-თან მოლაპარაკებაზე

BM.GE25 მაისი, 2026, 17:05|bm.ge

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩინურ კორპორაციასთან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე დაწყებული მოლაპარაკებები 2026 წლის ბოლოს არ უნდა გადასცდეს და სწორედ ამ პერიოდში უნდა დასრულდეს საქართველოს მთავრობასა და კორპორაციას შორის საინვესტიციო შეთანხმებაზე მუშაობა.

ჩინური კონსორციუმი CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ 2024 წლის 29 მაისს გამოვლინდა და მას შემდეგ მხარეთა შორის პროექტის დეტალურ საინვესტიციო შეთანხმებაზე მიმდინარეობს მუშაობა. ირაკლი კობახიძის თქმით, უახლოეს თვეებში უნდა გაირკვეს თანამშრომლობის რა მოდელით წარიმართება მხარეთა შორის ურთიერთობები.

"ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არ იგეგმება რაიმე ახალი კონკურსის გამოცხადება. გამომდინარე იქიდან რომ პროექტის განხორციელება ისედაც გრძელდება, ჩვენ გვაქვს გარკვეულ ეტაპამდე იმის საშუალება, რომ ხელოვნურად არ დავაჩქაროთ პროცესები, თუმცა გარკვეულ ეტაპზე გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს არ უნდა გადასცდეს ეს ყველაფერი და ძალიან მალევე უახლოეს თვეებში უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, თანამშრომლობის გაგრძელების კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებით.

2029 წლისთვის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური და პარალელურად ვმუშაობთ გზაზე, რკინიგზაზე და სათანადო ვადებში ყველაფერი იქნება განხორციელებულ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას.

2024 წლის მაისში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კონსორციუმი CCCC დასახელდა. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება საკითხების დაზუსტების შემდეგ "უახლოეს დღეებში" გაფორმდებოდა, თუმცა უკვე თითქმის ორი წელი გავიდა და ამ დრომდე CCCC-თან საინვესტიციო შეთანხმება გაფორმებული არაა. შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში სახელმწიფო ამ კომპანიას "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" კომპანიის 49%-ის წილს გადასცემს, CCCC-ის ვალდებულება კი პორტში ასობით მილიონი დოლარის ჩადება და მისი ოპერირება იქნება. პროექტის პირველი ფაზის ღირებულება $600 მილიონამდეა. თუმცა, როგორც ცნობილია CCCC-ის აქვს კითხვები პროექტის კომერციულ რისკებზე, მთავრობა კი აცხადებს, რომ ინვესტორთან გააფორმებს მხოლოდ ისეთ შეთანხმებას, რომელიც სესხის და ტვირთების გარანტიას არ ითვალისწინებს. "6 ძირითადი საკითხია, რაც დასაზუსტებელია" - განაცხადა 2025 წლის სექტემბერში ირაკლი კობახიძემ, როცა BMG-მ CCCC-თან მოლაპარაკებების პროცესი მოიკითხა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

BM.GE

Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა $109.42 მილიარდს გადააჭარბა

Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა $109.42 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE

სარეცხი ფხვნილი, კბილის პასტა... - ekalata.gov.ge–ზე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა

სარეცხი ფხვნილი, კბილის პასტა... - ekalata.gov.ge–ზე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა

BM.GE