მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წლის პირველ ნახევარში დიდ ბრენდულ სასტუმროებში დატვირთულობა და ფასი გაიზარდა - TBC Capital
წლის პირველ ნახევარში დიდ ბრენდულ სასტუმროებში დატვირთულობა და ფასი გაიზარდა - TBC Capital

წლის პირველ ნახევარში დიდ ბრენდულ სასტუმროებში დატვირთულობა და ფასი გაიზარდა - TBC Capital

BM.GE12 აგვისტო, 2026, 00:46|bm.ge

2026 წლის პირველ ნახევარში საშუალო დატვირთულობა დიდ ბრენდულ სასტუმროებში წლიურად 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 58% შეადგინა. ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც საქართველოს ტურიზმის სექტორს ეხება.

საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, საქართველოში სასტუმროები დატვირთულობის ზრდა ყველაზე შესამჩნევი იანვარსა და მაისში იყო.

"სასტუმროების დატვირთულობის პოზიტიური დინამიკა თანხვედრაშია ტურისტული ვიზიტების ზრდასთან. თუმცა მარტისა და აპრილის მონაცემები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებით გამოწვეულ შოკს ასახავს. დიდ ბრენდულ სასტუმროებში ნომრების საშუალო ღირებულებაც გაიზარდა. 2026 წლის I ნახევარში ტარიფმა 134 დოლარს მიაღწია, რაც წლიურად დაახლოებით 7%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სტაბილურად მზარდი ტარიფები დაფიქსირდა", - აღნიშნულია TBC Capital-ის კვლევაში.

რაც შეეხება შემოსავლებს, 2026 წლის პირველ 6 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა 1 932 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

TBC Capital-ის შეფასებით, ტურისტული შემოსავლების შემცირების მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთის ბაზრების შესუსტება იყო. განსაკუთრებით მკვეთრი კლება დაფიქსირდა ირანისა და საუდის არაბეთის მიმართულებებიდან, ხოლო ისრაელიდან შემოსავლები 8%-ით შემცირდა.

ნეგატიური დინამიკა ნაწილობრივ დააბალანსა ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ბაზარი, საიდანაც ვიზიტების რაოდენობა 23%-ით, ხოლო შემოსავლები 22%-ით გაიზარდა.

ახლო აღმოსავლეთის ბაზრები ტურისტული შემოსავლის თვალსაზრისით კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე შემცირებული ნაკადების მიუხედავად, ისრაელი ტურისტული შემოსავლების მიხედვით მესამე უმსხვილეს ბაზრად რჩება

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სასკოლო ფორმები საქართველოში ჩამოიტანეს

სასკოლო ფორმები საქართველოში ჩამოიტანეს

BM.GE

ტურიზმის შემოსავლებში ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო EU და დიდი ბრიტანეთია - TBC Capital

ტურიზმის შემოსავლებში ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო EU და დიდი ბრიტანეთია - TBC Capital

BM.GE

ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია?

ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია?

BM.GE

უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება - სტრატეგია

უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება - სტრატეგია

BM.GE