მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. TSMC-ს პროგნოზით, ჩიპების გლობალური ბაზარი $1.5 ტრილიონს მიაღწევს
TSMC-ს პროგნოზით, ჩიპების გლობალური ბაზარი $1.5 ტრილიონს მიაღწევს

TSMC-ს პროგნოზით, ჩიპების გლობალური ბაზარი $1.5 ტრილიონს მიაღწევს

BM.GE14 მაისი, 2026, 22:50|bm.ge

ტაივანური ტექნოლოგიური გიგანტი TSMC ვარაუდობს, რომ 2030 წლისთვის ნახევარგამტარების მსოფლიო ბაზრის მოცულობა $1.5 ტრილიონს გადააჭარბებს. როგორც ირკვევა, განახლებული მაჩვენებელი კომპანიის წინა პროგნოზს, რომელიც $1 ტრილიონს შეადგენდა, მნიშვნელოვნად აჭარბებს. ტექ-გიგანტში მიიჩნევენ, რომ ინდუსტრიის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ხელოვნური ინტელექტის სექტორი იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები ტექნოლოგიურ სიმპოზიუმზე გამოსვლის წინ კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა.

TSMC მოელის, რომ ჩიპების ბაზრის 55%-ს ხელოვნური ინტელექტი და მაღალი წარმადობის გამოთვლითი მოწყობილობები დაიკავებს. სმარტფონების წილი 20%-ით განისაზღვრა, ავტომობილების სექტორზე კი 10% მოვა.

საყურადღებოა, რომ პროგნოზების მიღმა ტექ-გიგანტი კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამს. კომპანიამ არიზონას შტატში პირველი ქარხანა უკვე აამუშავე. მეორე ობიექტის აღჭურვა კი 2026 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. რაც შეეხება მესამე ქარხანას, მისი მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. აღსანიშნია, რომ TSMC-მ იაპონიაში მეორე საწარმოს სამუშაო სტრუქტურა შეცვალა და ის 3-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებაზე გადაიყვანა. პარალელურად, გერმანიაში ქარხნის მშენებლობა გეგმის მიხედვით გრძელდება და ის ევროპულ ბაზარს 28 და 22-ნანომეტრიანი პროდუქციით მოამარაგებს.

შეგახსენებთ, TSMC-ი მსოფლიოში ჩიპების უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიის ტექნოლოგიებს ისეთი ტექ-გიგანტები იყენებენ, როგორებიც Nvidia და Apple-ი არიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE