მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ცნობილია რა ეღირება თბილისი-ბაქოს მატარებლის ბილეთი
ცნობილია რა ეღირება თბილისი-ბაქოს მატარებლის ბილეთი

ცნობილია რა ეღირება თბილისი-ბაქოს მატარებლის ბილეთი

BM.GE20 მაისი, 2026, 19:48|bm.ge

აზერბაიჯანის რკინიგზამ ბაქო-თბილისი-ბაქოს რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გამოაქვეყნა განცხადება. კომპანიის ინფორმაციით, ბაქოდან თბილისის მიმართულებით მატარებელი 23:10-ზე გავა და თბილისში მეორე დღეს 08:41-ზე ჩამოვა, ხოლო თბილისიდან ბაქოს მიმართულებით მატარებელი 21:00-ზე გავა და ბაქოში მეორე დღეს 06:24 საათზე ჩავა. მატარებელი საქართველოში თბილისის გარდა გარდაბანში გაჩერდება, ხოლო აზერბაიჯანში კი მატარებელი გაჩერდება ბაქოს რკინიგზის სადგურზე, ბილაჯარში, ევლახში, განჯაში, აღსტაფასა და ბოიუქ კასიკში.

აზერბაიჯანის რკინიგზის თანახმად, ბაქოდან თბილისის მიმართულებით ბილეთის მინიმალური ფასი იქნება 81 მანათი, რაც 127 ლარს შეადგენს, ამასთან, აზერბაიჯანიდან თბილისის მიმართულებით ბილეთის ფასი ყველაზე მოკლე მარშრუტის შემთხვევაში 51 მანათი, ანუ 80 ლარი იქნება, თუმცა სრული მარშრუტის - ბაქო-თბილისის საფასური 81 მანათიდან იწყება. ანალოგიურად, თბილისიდან ბაქოს მიმართულებით ბილეთის საფასურიც 81 მანათი იქნება.

სამგზავრო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება, რეისები Stadler-ის სამგზავრო შემადგენლობით შესრულდება, რომელიც აზერბაიჯანის რკინიგზამ რამდენიმე წლის წინ შეიძინა.

აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციით, სასაზღვრო პროცედურებისთვის თითოეულ საზღვარზე 1 საათი არის გათვალისწინებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE