მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, ის პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს
ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, ის პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს

ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, ის პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს

BM.GE17 მაისი, 2026, 16:13|bm.ge

ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, ის პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის შვილმა "ოჯახის სიწმინდის დღისადმი" მიძღვნილ მსვლელობაზე განაცხადა.

მისი თქმით, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბოლო პერიოდში მის მიერ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე მომხდარი ძალადობის ფაქტებზე საუბარს და იყო კონსპირაციის თეორიებიც, თითქოს ეს მისი მხრიდან იყო „სტრატეგიული ნაბიჯი და პოლიტიკაში მოსვლის სვლა“.

„რამდენჯერმე დავაფიქსირე უკვე ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ვგმობ ძალადობას. ნებისმიერი ტიპის ძალადობა ძალიან მიუღებლად მიმაჩნია. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ხელისუფლება ახორციელებს კიდეც ამ ფაქტების გამოძიებას, გარკვეული ქმედებებიც განახორციელეს. იმის გარდა, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ვწუხვარ, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი უნდა განსაჯოს შესაბამისმა უწყებებმა. ამ ყველაფერს უნდა მოეკიდონ ყურადღებით. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. იმის გარდა, რომ ძალადობაზე ვწუხვარ, არ ვარ ისეთ პოზიციაში, რომ რაიმე დამატებითი გითხრათ. მე არ ვარ ისეთ პოზიციაში, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით რაიმე ვიცოდე.

სხვათა შორის, ბოლოს, როდესაც ძალადობასთან დაკავშირებით ვისაუბრე, ამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ათასი ტიპის სხვადასხვა აზრი იყო გამოთქმული, ცოტა არასერიოზული, კონსპირაციული თეორიებიც იყო, თითქოს რადგან ძალადობასთან დაკავშირებით ვისაუბრე, ეს სტრატეგიული ნაბიჯი, პოლიტიკაში მოსვლის სვლა იყო თუ ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მართლა არასერიოზულია. მე ზუსტად 1 წლის წინ 17 მაისს, ერთი ერთში იგივე დავაფიქსირე. ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ყოველთვის თანმიმდევრული იყო. ნებისმიერი ტიპის ძალადობა, ნებისმიერი მიმართულებით მაქსიმალურად უნდა იყოს არიდებული. ამის იქით აუცილებელია ქვეყანაში წესრიგის დაცვა და დანარჩენ დეტალებს შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ “,- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, ცოტნე ივანიშვილმა თქმა, რომ „არანაირად, არა“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 91 სტატია.

  • "სერბეთში ივანიშვილის ტყუპისცალი დამარცხდა... ესაა მთავარი გაკვეთილი საქართველოსთვის" - მიხეილ სააკაშვილიტვ პირველი
  • დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა, მისი თქმით ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვეაფორმულა
  • ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია - პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - პუტინი, საფრანგეთში პროცესებია - პუტინი, "ჩელიაბინსკის სინდრომი" მოიგონეს, რაც უკვე მათი დიაგნოზია რუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამიმედი
ივანიშვილის →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE