მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტების გაძვირებამ სოფლის მეურნეობის ღირებულების ინდექსი გაზარდა - საქსტატი
ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტების გაძვირებამ სოფლის მეურნეობის ღირებულების ინდექსი გაზარდა - საქსტატი

ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტების გაძვირებამ სოფლის მეურნეობის ღირებულების ინდექსი გაზარდა - საქსტატი

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 15:52|bm.ge

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის III კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით - 6.2%-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.2%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, როგორც კვარტალური, ისე წლიური ზრდა ძირითადად ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების მატებით იყო განპირობებული.

ძირითადი მაჩვენებლები 2026 წლის III კვარტალში:

ჯამური ინდექსი 6.2%-ით გაიზარდა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი (7.66 პროცენტული პუნქტი) ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 14.5%-იანმა მატებამ შეიტანა.

ჯამური ინდექსი 14.2%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულება 25.1%-ით გაიზარდა (წვლილი - 13.91 პროცენტული პუნქტი), მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება - 2.6%-ით (წვლილი - 1.13 პროცენტული პუნქტი), ხოლო ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 7.4%-ით შემცირდა (წვლილი - -0.8 პროცენტული პუნქტი).

საქსტატის განმარტებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი ასახავს საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სასოფლო მეურნეობების მიერ წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის (ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების, ასევე ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტების) საშუალო ღირებულებას ფერმის კართან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად“ - ირაკლი კობახიძე სუროგაციაზე

„როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად“ - ირაკლი კობახიძე სუროგაციაზე

BM.GE

40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო

40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო

BM.GE

"სახელმწიფო დაცვა მეგობრობით არ ინიშნება" - კობახიძე მდინარაძეზე

"სახელმწიფო დაცვა მეგობრობით არ ინიშნება" - კობახიძე მდინარაძეზე

BM.GE

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია

BM.GE