მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თსუ აპირებს წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია საჯარო კონკურსი გამოაცხადოს - მინისტრი
თსუ აპირებს წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია საჯარო კონკურსი გამოაცხადოს - მინისტრი

თსუ აპირებს წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია საჯარო კონკურსი გამოაცხადოს - მინისტრი

BM.GE1 ივლისი, 2026, 05:10|bm.ge

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აპირებს წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია საჯარო კონკურსი გამოაცხადოს," - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ დაინტერესება მაღალი იქნება, რადგან ის ამბობს, რომ ანაზღაურება და სამუშაო პირობები მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება.

"საკანონმდებლო დონეზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოგვაქვს სახელმწიფო უნივერსიტეტებში დამატებითი აკადემიური პოზიცია - წამყვანი პროფესორის, რომელიც იქნება კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელი. მაგალითად, სამოქალაქო სამართლის წამყვანი პროფესორი და ამ მიმართულებაზე მომუშავე ყველა დარგის სპეციალისტი, პროფესორ მასწავლებელი მისი კოორდინაციით განახორციელებს კონკრეტულ საქმიანობას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს სურვილი, კანონმდებლობის ცვლილებებიდან გამომდინარე შესაბამისი ასახვა მოახდინოს წამყვანი პროფესორების და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უახლოეს პერიოდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აპირებს რამდენიმე მიმართულებით წამყვანი პროფესორის პოზიციაზე ღია საჯარო კონკურსი გამოაცხადოს.

იმედი გვაქვს ეს კონკურსი ფართო კონკურენციის პირობებში ჩატარდება. რესურსი არსებობს და დარწმუნებული ვართ დაინტერესება მაღალი იქნება, რადგან ანაზღაურება და სამუშაო პირობები მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

უმაღლეს განათლებაში ახალი, წამყვანი პროფესორის პოზიცია შემოდის – გივი მიქანაძე

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 218 სტატია.

  • შაკო ჩაჩანიძე: „ნაცებმა“, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა, სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაოიმედი
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE