მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე
წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

BM.GE31 ივლისი, 2026, 22:00|bm.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო და სამშენებლო მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სექტორში მომუშავე კომპანიების აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, მათი გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარება, ასევე იმ გამოწვევების განხილვა, რომლებიც წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში იკვეთება.

როგორც გიორგი კობერიძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით მსხვილი პროექტების განხორციელება აქვს დაგეგმილი, მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით დამატებით 80-მდე სოფელში წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები და 16 მუნიციპალიტეტში წყალარინების და გამწმენდი ნაგებობების სისტემების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები.

„ჩვენი მიზანია, მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები და შევქმნათ სამართლიანი და კომფორტული სამუშაო გარემო“, - განაცხადა მან.

პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპროექტო კომპანიების როლს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარებაში.

"აღინიშნა, რომ მაღალი პროფესიული სტანდარტით შესრულებული პროექტირება ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანად და დადგენილ ვადებში განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

მხარეებმა განიხილეს სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, საპროექტო პროცესში არსებული ძირითადი გამოწვევები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრის ფარგლებში კონტრაქტორებმა საკუთარი მოსაზრებები, რეკომენდაციები და საჭიროებები წარმოადგინეს.

დისკუსიის ფარგლებში ასევე იმსჯელეს იმ ცვლილებებზე, რომლებიც სამშენებლო სექტორის ეფექტიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტირების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ დარგის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია სექტორში არსებული გამოწვევების, ხედვებისა და წინადადებების გაზიარებისთვის. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებასა და მსგავსი სამუშაო შეხვედრების რეგულარულად გამართვაზე შეთანხმდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

BM.GE

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

BM.GE

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

BM.GE

„ფეხბურთი კერძო ინვესტორებს არ ეკუთვნის“ - UEFA FIFA-ს ინიციატივას აკრიტიკებს

„ფეხბურთი კერძო ინვესტორებს არ ეკუთვნის“ - UEFA FIFA-ს ინიციატივას აკრიტიკებს

BM.GE