მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "თუ მას შეხვედრა სურს, ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოსკოვში ჩამოსვლა" - დიმიტრი პესკოვი ზელენსკის ღია წერილზე
"თუ მას შეხვედრა სურს, ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოსკოვში ჩამოსვლა" - დიმიტრი პესკოვი ზელენსკის ღია წერილზე

"თუ მას შეხვედრა სურს, ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოსკოვში ჩამოსვლა" - დიმიტრი პესკოვი ზელენსკის ღია წერილზე

BM.GE5 ივნისი, 2026, 04:58|bm.ge

ზელენსკის პუტინთან შეხვედრა თუ სურს, ნებისმიერ დროს შეუძლია, მოსკოვში ჩამოსვლა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

შესაბამის თარგმანს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

მისი თქმით, კრემლში ნახეს ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილი, თუმცა რუსეთის პრეზიდენტს ჯერჯერობით არ ჰქონია მისი განხილვის შესაძლებლობა.

„დიახ, ჩვენ ვნახეთ. მან წერილი უზბეკეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გამოაქვეყნა და პრეზიდენტს ჯერ არ ჰქონია მისი განხილვის შესაძლებლობა. ზელენსკის შეუძლია, მოსკოვში ჩამოსვლა ნებისმიერ დროს. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ თუ ზელენსკის საუბარი სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩამოსვლა და ამის გაკეთება“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილი გაუგზავნა. ზელენსკი აღნიშნავს, რომ ომი უნდა დასრულდეს და პუტინს სთავაზობს, მოლაპარაკებებისთვის შეხვედრის კონკრეტული თარიღი განსაზღვრონ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE