მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თუ მეღვინე სერტიფიცირებას გაურბის, ეს შეიძლება მისი პროდუქტის ხარისხთან მიმართებით კითხვებს აჩენდეს - სააგენტო
თუ მეღვინე სერტიფიცირებას გაურბის, ეს შეიძლება მისი პროდუქტის ხარისხთან მიმართებით კითხვებს აჩენდეს - სააგენტო

თუ მეღვინე სერტიფიცირებას გაურბის, ეს შეიძლება მისი პროდუქტის ხარისხთან მიმართებით კითხვებს აჩენდეს - სააგენტო

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 16:09|bm.ge

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, თუ მეღვინე სერტიფიცირებას გაურბის, ეს მისი პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებით კითვებს აჩენს. ზურაბ ვაჭარაძის კომენტარს სავალდებულო სერტიფიცირებასთან დაკავშირებით სააგენტო ავრცელებს.

„სერტიფიკატი ნიშნავს, რომ კონკრეტულ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თუ ღვინის მწარმოებელი გაურბის სერტიფიცირების პროცესს, ეს შეიძლება ბადებს კითხვებს მისი პროდუქტის ხარისხთან მიმართებით. ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც, სწორედ ქართული ღვინის ხარისხზე ზრუნვაა“, - აღნიშნა ზურაბ ვაჭარაძემ.

სააგენტოში განმარტავენ, რომ საქართველოს მეღვინეობის დარგის განვითარების გარდამავალ ეტაპზე, სერტიფიცირების გარკვეული მომსახურება საფასურისგან გათავისუფლებული იყო, თუმცა, დღეს ვითარება შეცვლილია - საქართველოში 3 ათასზე მეტი ღვინის მწარმოებელია დარეგისტრირებული, ქართული ღვინო მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში იყიდება, ხოლო წლიური ექსპორტი საშუალოდ 100 მლნ ლიტრს აღწევს, შესაბამისად, დარგის განვითარების ამ ეტაპზე სერტიფიცირების მომსახურების სრულად უფასოდ შენარჩუნების საჭიროება აღარ დგას.

ცნობისთვის, მეღვინეებისთვის როგორც შიდა ასევე გარე ბაზრებზე ღვინის რეალიზებისთვის სავალდებულო სერტიფიცირების ამოქმედებამ, მცირე მეწარმეების უკმაყოფილება გამოიწვია. მეღვინეების ნაწილი გაზრდილ ხარჯებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათთვის ამ პირობებში წარმოების განვითარება გართულდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

რომელი ქვეყნები ლიდერობენ დიზელის წარმოებაში? - TOP 10

BM.GE

საფრანგეთში არეულობის გამო სადაზღვევო კომპანიები €1.2 მილიარდამდე ზარალს ელიან

საფრანგეთში არეულობის გამო სადაზღვევო კომპანიები €1.2 მილიარდამდე ზარალს ელიან

BM.GE

ელექტროსისტემამ ქვესადგურების განახლებისთვის ₾31.6 მილიონის ტრანსფორმატორების ტენდერი გამოაცხადა

ელექტროსისტემამ ქვესადგურების განახლებისთვის ₾31.6 მილიონის ტრანსფორმატორების ტენდერი გამოაცხადა

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE