მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თუ საჭირო იქნება, მზად ვართ, 2032 წლის შემდგომაც გავაგრძელოთ მუშაობა - "ტავ ჯორჯია"
თუ საჭირო იქნება, მზად ვართ, 2032 წლის შემდგომაც გავაგრძელოთ მუშაობა - "ტავ ჯორჯია"

თუ საჭირო იქნება, მზად ვართ, 2032 წლის შემდგომაც გავაგრძელოთ მუშაობა - "ტავ ჯორჯია"

BM.GE13 ივლისი, 2026, 18:14|bm.ge

ახალი ტერმინალი ბევრად მოქნილს და კომფორტულს გახდის მოგზაურობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან - ამის შესახებ “ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში აეროპორტის ტერმინალის გამტარუნარიანობა, არსებული 6.3 მილიონიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 151 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა მოხმარდება როგორც ტერმინალის გაფართოებას, ისე სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარებას. კერძოდ, თვითმფრინავების სადგომებს 60 000 კვადრატული მეტრი ფართობი დაემატება.

„ეს მშენებლობა, რაც ახლა იწყება, გააჩენს ახალ შესაძლებლობას - არა მხოლოდ აეროპორტისა და იმ ავიაკომპანიების, რომლებიც ჩვენს აეროპორტში ოპერირებენ, არამედ, ეს არის შესაძლებლობა თბილისისთვის, და სრულიად საქართველოსთვის. ის კომფორტული ტერმინალი, ის სერვისები, რაც დაგვემატება - ბევრად უფრო მოქნილს და კომფორტულს გახდის მოგზაურობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

როგორც იცით, ჩვენ ვართ დიდი კომპანია, 27 ქვეყანაში და 130-მდე აეროპორტში ვოპერირებთ. შესაბამისად, ყველა გათვლა გაკეთებულია და როცა კომპანიამ ამ ინვესტიციის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღო, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებდით, რომ 2032 წლამდე ვართ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. თუმცა მზად ვართ, რომ 2032 წლის შემდგომაც გავაგრძელოთ მუშაობა. იმ შემთხვევაში, თუ 2032-2033 წლისთვის იქნება საჭიროება, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა თავისი ფუნქცია შეინარჩუნოს, ჩვენ მზადყოფნაში ვიქნებით “ - აცხადებს თეა ზაქარაძე.

ამასთან, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ინტერესს ვაზიანის აეროპორტის პროექტის მიმართ.

მისი თქმით, „ტავ ჯორჯია“, რომელიც უკვე 21 წელია საქართველოს ბაზარზეა, მზადაა განიხილოს ეს შესაძლებლობა, როგორც კი სახელმწიფო ამის შესახებ გამოაცხადებს.

„როცა მოვა ამის დრო და კომპანიებს საშუალება ექნებათ, რომ ინტერესი ვაზიანის აეროპორტის მართვისთვის ინტერესი გამოხატონ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ. იმიტომ, რომ უკვე 21 წელია ბაზარზე ვართ, ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ და ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტურები ვართ ამ საქმეში საქართველოში, და არა მხოლოდ საქართველოში“ - აცხადებს თეა ზაქარაძე.

"ტავ ჯორჯიას" ინფორმაციით, ქვეყნის მთავარი აეროპორტის გაფართოების აუცილებლობა განპირობებულია ბოლო წლებში მგზავრთნაკადის ზრდით. 2025 წელს აეროპორტმა რეკორდული რაოდენობის - 5.4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რის შედეგადაც არსებული საპროექტო გამტარუნარიანობა პრაქტიკულად სრულად იქნა ათვისებული.

პროექტი ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) და „ტავ ჯორჯიას“ შორის 2025 წლის 15 იანვარს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "ტავ ჯორჯიას“კონცესიის ვადა 2032 წლამდე გაუგრძელდა, ხოლო კომპანიამ აიღო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის გაორმაგებისა და 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო პროგრამის განხორციელების ვალდებულება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ამ ეტაპზე ვენახებისთვის მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს - თელავის მერია

ამ ეტაპზე ვენახებისთვის მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს - თელავის მერია

BM.GE

ჰორმუზი ღიაა და გემები აშშ-ს 20%-იან საკომისიოს გადაუხდიან – ტრამპის გეგმა

ჰორმუზი ღიაა და გემები აშშ-ს 20%-იან საკომისიოს გადაუხდიან – ტრამპის გეგმა

BM.GE

უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა - სააგენტო

უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა - სააგენტო

BM.GE

ფოთი - ჭადრაკის ქალაქი

ფოთი - ჭადრაკის ქალაქი

BM.GE