მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტურისტების სავალდებულო დაზღვევამ ბაზარს 30-40 მილიონი ლარი უნდა შემატოს - “არდი”
ტურისტების სავალდებულო დაზღვევამ ბაზარს 30-40 მილიონი ლარი უნდა შემატოს - “არდი”

ტურისტების სავალდებულო დაზღვევამ ბაზარს 30-40 მილიონი ლარი უნდა შემატოს - “არდი”

BM.GE3 მაისი, 2026, 12:30|bm.ge

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, წელს პირველ კვარტალში სადაზღვევო სექტორი 15%-ით გაიზარდა. სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი ამ ზრდას დაზღვევის ახალი სავალდებულო პროდუქტის შემოღებით ხსნის.

როგორც ცნობილია, 2026 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა უცხოელი ტურისტების დაზღვევა, რაც მიხეილ ჯაფარიძის შეფასებით, მთლიანად სექტორს დაახლოებით 40 მილიონი ლარით მეტი შემოსავლების მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

“2026 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო უცხოელი ტურისტებისთვის საქართველოში სავალდებულო დაზღვევა. ასეთი დაზღვევა ადრე არ გვქონდა და ამან ძალიან კარგი წინაპირობები მისცა იანვარში ბაზარს. თებერვალში შედარებით ტემპი შესუსტდა. ტურისტების დიდი ნაწილი ქართულ პოლისს ყიდულობს, თუმცა ბევრი უცხოურ პოლისსაც ყიდულობს, რაც ჩვენთვის არ არის კარგი. კანონმდებლობაში რომ ყოფილიყო ჩანაწერი, რომ ქართულ კომპანიებს მიეწოდებინათ სერვისი, უკეთესი იქნებოდა ორგანიზების კუთხით.

ჩვენი გათვლებით, ჯამურად ამ პროდუქტმა ბაზარს 30-40 მილიონი ლარი უნდა შემატოს. ეს არ არის დიდი ციფრი, როცა მილიარდნახევრიან ბაზარს უყურებთ, მაგრამ მაინც კარგი ინიციატივაა. ქართულ სისტემაში რომ ყოფილიყო ჩაკეტილი პოლისი, ვფიქრობთ, 100 მილიონიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც უკვე 7-8%-იანი ზრდა იქნებოდა ბაზრისთვის. მაგრამ ჯერჯერობით შედარებით მოკრძალებულ ციფრებს ვუყურებთ, მაგრამ ესეც კი დიდი შეღავათია ქართული კომპანიებისთვის. პირველ კვარტალში ველოდებით, რომ კომპანიებს კარგი ფინანსური მაჩვენებლები ექნებათ და ამის დიდი ნაწილი იქნება ამ პროდუქტის დამსახურება”,- აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე BMG-სთან.

მეორე წელია სადაზღვევო სექტორის შემოსავლები ₾1 მილიარდიან ზღვარს გადასცდა. 2025 წლის შედეგებით კი ინდუსტრიამ 1,4 მილიარდი ლარის პრემია მოიზიდა. ბოლო 10 წლის დინამიკაში სადაზღვევო ბაზრის მოცულობა 300%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც სექტორის ზედამხედველი აღნიშნავს, ბაზარი ინტენსიურად ვითარდება, გასულ წელს სადაზღვევო კომპანიების პორტფელი12%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც ინდუსტრია 15%-იან ზრდას აჩვენებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • პროკურატურამ 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • პროკურატურამ 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, დარბაზიდან გათავისუფლდაფორმულა
ლარი →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE