მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტურიზმის ადმინისტრაციამ Expedia-ს შვილობილ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა
ტურიზმის ადმინისტრაციამ Expedia-ს შვილობილ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა

ტურიზმის ადმინისტრაციამ Expedia-ს შვილობილ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა

BM.GE9 აგვისტო, 2026, 01:01|bm.ge

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Travelscape, LLC-თან [რომელიც ოპერირებს Expedia Group Media Solutions-ის სახელით] საერთაშორისო სარეკლამო კამპანიის ორგანიზებაზე ხელშეკრულება გააფორმა.

31 ივლისს ხელმოწერილი ხელშეკრულების მიხედვით, ტურიზმის ადმინისტრაციამ კომპანიას 236 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს Expedia-ზე საქართველოს პოპულარიზებისთვის. კერძოდ, ხელშეკრულების ფარგლებში, Expedia Group-ი [Travelscape-ი მისი შვილობილი კომპანიაა] უზრუნველყოფს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციასა და სარეკლამო კამპანიის განთავსებას სხვადასხვა გლობალურ პლატფორმაზე. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ჯამში 11,960,024 რეკლამის ჩვენება [impression-ი ამ შემთხვევაში იმის მაჩვენებელია თუ რამდენჯერ გამოჩნდა რეკლამა მომხმარებლის ეკრანზე].

სარეკლამო ჩვენებები სამიზნე ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

• Expedia UK (დიდი ბრიტანეთი): 883 436 ჩვენება; • Expedia Germany (გერმანია): 214 785 ჩვენება; • Expedia US (აშშ): 158 044 ჩვენება; • Expedia UAE (არაბთა გაერთიანებული საამიროები): 57 692 ჩვენება;

კომპანიასთან სარეკლამო კამპანიაზე ხელშეკრულება 31 ივლისს გაფორმდა და ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს. ამერიკული Expedia Group Inc. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ ტურისტული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ავიაბილეთების, სასტუმროების, ტურ-პაკეტებისა და ავტომობილების დაჯავშნას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპაში გაზის მარაგები 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

ევროპაში გაზის მარაგები 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

BM.GE

აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია ირანთან კავშირის გამო დაასანქცირა

აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია ირანთან კავშირის გამო დაასანქცირა

BM.GE

როგორ აქცია AI ბუმმა სამხრეთ კორეა უფრო მნიშვნელოვან, თუმცა მოწყვლად ეკონომიკად

როგორ აქცია AI ბუმმა სამხრეთ კორეა უფრო მნიშვნელოვან, თუმცა მოწყვლად ეკონომიკად

BM.GE

აშშ-მა შუა დერეფნისთვის $201-მილიონიანი ტრანსკასპიური საწარმოების ფონდი აამოქმედა

აშშ-მა შუა დერეფნისთვის $201-მილიონიანი ტრანსკასპიური საწარმოების ფონდი აამოქმედა

BM.GE