მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტურიზმის ადმინისტრაციამ Skyscanner-ს €236 ათასის ხელშეკრულება გაუფორმა
ტურიზმის ადმინისტრაციამ Skyscanner-ს €236 ათასის ხელშეკრულება გაუფორმა

ტურიზმის ადმინისტრაციამ Skyscanner-ს €236 ათასის ხელშეკრულება გაუფორმა

BM.GE2 ნოემბერი, 2026, 17:55|bm.ge

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოგზაურობისა და ავიაბილეთების საერთაშორისო საძიებო პლატფორმა Skyscanner-თან 236 ათასი ევროს ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ საქართველოს პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვისკენ მიმართული მარკეტინგული სარეკლამო კამპანიის ორგანიზება უნდა უზრუნველყოს. კამპანია Skyscanner-ის პლატფორმებსა და ციფრულ არხებზე მიზნობრივ სარეკლამო განთავსებებს მოიცავს. შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, კამპანია ორიენტირებული იქნება გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და საფრანგეთის ბაზრებზე.

Skyscanner არის გლობალური საძიებო სისტემა, რომელიც მოგზაურებს ეხმარება ავიაბილეთების, სასტუმროებისა და ავტომობილების დაქირავების შეთავაზებების პოვნაში. კამპანიის ორგანიზება კომპანია 2027 წლის 31 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს | პრემიერი

ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს | პრემიერი

BM.GE

აშშ-ირანის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურების ფონზე ნავთობის ფასი 4.5%-ით შემცირდა

აშშ-ირანის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურების ფონზე ნავთობის ფასი 4.5%-ით შემცირდა

BM.GE

რუსთაველის რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულების გადავადების ერთ-ერთი მიზეზი 29 ნალექიანი დღეა

რუსთაველის რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულების გადავადების ერთ-ერთი მიზეზი 29 ნალექიანი დღეა

BM.GE

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

BM.GE