მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თურქეთი და კანადა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებენ
თურქეთი და კანადა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებენ

თურქეთი და კანადა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებენ

BM.GE10 ივნისი, 2026, 20:07|bm.ge

თურქეთმა და კანადამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოსამზადებელი მოლაპარაკებების დაიწყეს. არსებული ინფორმაციით, ორმხრივი ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნების ვაჭრობის მინისტრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც საბოლოო თანხმობა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისაგან მიიღეს.

როგორც ირკვევა, მინისტრებმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებისთვის პრიორიტეტულ სფეროდ ენერგეტიკა განსაზღვრეს. განხილვისას მათ აღნიშნეს, რომ ორმხრივი პარტნიორობა განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებაზე და სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესის მხარდაჭერაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

აღსანიშნავია, რომ მინისტრებმა საავიაციო სექტორში მჭიდრო კავშირების დამყარების მზადყოფნაც გამოხატეს. ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ როდის შედგება საბოლოო შეთანხმება, თუმცა დააანონსეს, რომ პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, სამომავლოდ გაცვლით ოფიციალურ ვიზიტებს გამართავენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE