
თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი... - რომელ ქვეყნებთან ვაჭრობს საქართველო ყველაზე მეტს?
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.5% შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 მლრდ 387 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (1 მლრდ 232 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 მლრდ 177 მლნ. აშშ დოლარი).
2026 წლის პირველ 5 თვეში საქართველოს TOP-10 სავაჭრო პარტნიორის ჩამონათვალი ასეთია:
• თურქეთი - სავაჭრო ბრუნვა 1.4 მლრდ აშშ დოლარი; • რუსეთი - სავაჭრო ბრუნვა 1.2 მლრდ აშშ დოლარი; • ჩინეთი - სავაჭრო ბრუნვა 1.2 მლრდ აშშ დოლარი; • აშშ - სავაჭრო ბრუნვა 844.1 მლნ აშშ დოლარი; • აზერბაიჯანი - სავაჭრო ბრუნვა 569.8 მლნ აშშ დოლარი; • გერმანია - სავაჭრო ბრუნვა 481.3 მლნ აშშ დოლარი; • სომხეთი - სავაჭრო ბრუნვა 421.5 მლნ აშშ დოლარი; • ყირგიზეთი - სავაჭრო ბრუნვა 356.4 მლნ აშშ დოლარი; • ყაზახეთი - სავაჭრო ბრუნვა 252.7 მლნ აშშ დოლარი; • ბულგარეთი - სავაჭრო ბრუნვა 219.9 მლნ აშშ დოლარი.
2026 წლის 5 თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 მლრდ 440 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 3.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.8%-ით), ხოლო იმპორტი 7 მლრდ 332 მლნ აშშ დოლარს (შემცირდა 1.9%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5%-ია.