მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "თურქეთის იაფი ენერგია ქართული ჰიდროელექტროსადგურების საექსპორტო პოტენციალს დარტყმას აყენებს" - არჩილ მამათელაშვილი
"თურქეთის იაფი ენერგია ქართული ჰიდროელექტროსადგურების საექსპორტო პოტენციალს დარტყმას აყენებს" - არჩილ მამათელაშვილი

"თურქეთის იაფი ენერგია ქართული ჰიდროელექტროსადგურების საექსპორტო პოტენციალს დარტყმას აყენებს" - არჩილ მამათელაშვილი

BM.GE26 მაისი, 2026, 20:50|bm.ge

"თურქეთის ბაზარზე იაფი მზის ენერგიის მოზღვავება პირდაპირ დარტყმას აყენებს ქართული ჰიდროელექტროსადგურების საექსპორტო პოტენციალს", - ამის შესახებ BMG-სთან ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, თუკი ადრე, გაზაფხულზე საქართველო წარმატებით ყიდდა ჭარბ დენს თურქეთში, ახლა ქართულ ჰიდრორესურსს თურქეთის მზის ენერგიასთან კონკურენცია უჭირს.

„თურქეთის ბაზარი ნაკლებად კონკურენტუნარიანი იქნება ქართული ჰიდროელექტროსადგურებისთვის, რადგან მზის ენერგია უფრო იაფია. ამას თუ დავამატებთ ტრანსპორტირების ხარჯებსა და დანაკარგებს, ქართული დენის კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო მცირდება“, - ამბობს მამათელაშვილი BMG-სთან.

მისივე განმარტებით, თურქეთმა ბოლო პერიოდში ნახტომისებურად გაზარდა განახლებადი ენერგიის წილი. კერძოდ, მზის ელექტროსადგურების დადგმულმა სიმძლავრემ 25,000 მეგავატს გადააჭარბა, რაც ქვეყნის მთლიანი გამომუშავების დაახლოებით 20%-ია.

„როდესაც მზის ელექტროსადგურები შუადღის საათებში ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, ჩნდება ჭარბი რესურსი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხელი პერიოდი ჯერ არ არის დაწყებული, მაგრამ დღის ხანგრძლივობა და რადიაცია უკვე მაღალია. ამ დროს ფასი მკვეთრად ეცემა და თურქეთს უჩნდება ჭარბი ენერგია, რომლის შემოტანაც საქართველოში იმ პერიოდებში ხდება, როცა ჩვენ ეს გვჭირდება“, - აცხადებს ენერგეტიკოსი.

ენერგეტიკოსი მიიჩნევს, რომ შექმნილ რეალობაში საქართველოს ენერგოსისტემას მოდერნიზაცია სჭირდება. გამოსავალი არა მხოლოდ ახალი სადგურების მშენებლობაში, არამედ ენერგიის შენახვის ტექნოლოგიებშია.

„მნიშვნელოვანია ელექტროშემნახველი ტექნოლოგიების, ე.წ. ბატარეების და აკუმულაციური სისტემების დამონტაჟება. ეს პროცესი მთელ მსოფლიოში და მათ შორის თურქეთშიც აქტიურად მიმდინარეობს. ეს სისტემები საქართველოშიც უნდა დაინერგოს, რომ დღის ერთ პერიოდში არსებული ჭარბი ენერგია გადანაწილდეს იმ დროისთვის, როცა დეფიციტია. ეს დაგვეხმარება ფასის დაბალანსებასა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში“, - აცხადებს არჩილ მამათელაშვილი.

საინტერესოა, რომ თურქული მზის ენერგია უფრო კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა, ვიდრე აზერბაიჯანული ან რუსული რესურსი. მამათელაშვილის თქმით, მზის ენერგია თავისი ბუნებით ყველაზე იაფია, ხოლო ტრადიციული თბოსადგურების მიერ გამომუშავებული დენი, ბუნებრივი აირის გაძვირების გამო, კიდევ უფრო გაძვირდა.

„ბუნებრივი აირი ახლა უფრო ძვირია, ვიდრე ადრე. ამან გაზარდა თბოგენერაციის თვითღირებულება, რაც საბოლოოდ ტარიფებზე აისახა. ასეთ პირობებში, შედარებით იაფი თურქული ენერგიის შესყიდვა კარგია, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში, ბაზარი დაბალანსდეს და ტარიფები არ გაიზარდოს“, - აღნიშნავს მამათელაშვილი.

2026 წლის პირველ ოთხ თვეში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 6.6%-ით გაიზარდა 5.1 ტვტ.სთ-მდე. Gamt & Taggart-ის შეფასებით, ზრდა განსაკუთრებით ცივ ზამთარს და ფეროშენადნობების სექტორების გააქტიურებას უკავშირდება.

2026 წლის პირველ ოთხ თვეში, თბოგენერაციისა და იმპორტის წილმა ჯამურ მიწოდებაში 44.3% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება (39.2%). ზრდა ძირითადად აპრილში სუსტ ჰიდროლოგიასა და წლის დასაწყისში ენგურის წყალსაცავში დაბალ წყლის დონეს უკავშირდებოდა.

ამასთან, თურქეთი 2026 წლის 4 თვიდან უკვე 3 თვეში იმპორტის მთავარ წყაროებს შორის იყო, რაც იმპორტში გაზრდილ კონკურენციასა და შესაძლო სტრუქტურულ ცვლილებაზე მიუთითებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სათხილამურო და გამყოლებს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების გამწევის სტატუსი მიენიჭებათ

სათხილამურო და გამყოლებს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების გამწევის სტატუსი მიენიჭებათ

BM.GE

“თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარეშე არცერთ სხვა სიკეთეს არ აქვს მნიშვნელობა“ - პაატა სალია

“თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარეშე არცერთ სხვა სიკეთეს არ აქვს მნიშვნელობა“ - პაატა სალია

BM.GE

"ტურიზმის რეფორმამ თავისი შინაარსით დასახულ ამოცანებს ვერ უპასუხა" - თამუნა თანდაშვილი

"ტურიზმის რეფორმამ თავისი შინაარსით დასახულ ამოცანებს ვერ უპასუხა" - თამუნა თანდაშვილი

BM.GE

თსუ-სთან აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს - მსვლელობა დაიწყო

თსუ-სთან აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს - მსვლელობა დაიწყო

BM.GE