მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი იანვრის შემდეგ პირველად შეამცირა
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი იანვრის შემდეგ პირველად შეამცირა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი იანვრის შემდეგ პირველად შეამცირა

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 03:45|bm.ge

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს ძირითადი საპროცენტო განაკვეთები შეამცირა, რაც იანვრის შემდეგ პირველი მსგავსი გადაწყვეტილებაა.

ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ერთკვირიანი რეპო განაკვეთი ერთი პროცენტული პუნქტით, 36%-მდე შემცირდა.

კომიტეტმა ასევე შეამცირა ერთდღიანი დაკრედიტების განაკვეთი 40%-დან 39%-მდე, ხოლო სესხების მოზიდვის განაკვეთი - 35.5%-დან 34.5%-მდე.

ეს განაკვეთების პირველი შემცირებაა იანვრის შემდეგ, როდესაც მაჩვენებელი ანალოგიურად ერთი პროცენტული პუნქტით შემცირდა.

სექტემბერში თურქეთში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია თითქმის ბოლო ხუთი წლის მინიმუმამდე შენელდა, თუმცა წლიური ინფლაცია კვლავ ორნიშნა ნიშნულზე - 29.73%-ზე დარჩა.

მონეტარული პოლიტიკის შემმუშავებლებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო ენერგომატარებლების მაღალი ფასები კვლავ ინფლაციის ზრდის რისკებს ქმნის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინურმა DeepSeek AI-იმ $15-მილიარდიანი ინვესტიცია მოიზიდა

ჩინურმა DeepSeek AI-იმ $15-მილიარდიანი ინვესტიცია მოიზიდა

BM.GE

Ferrari-ის დირექტორმა Tesla Roadster-ის პრეზენტაცია 10 ქულით შეაფასა

Ferrari-ის დირექტორმა Tesla Roadster-ის პრეზენტაცია 10 ქულით შეაფასა

BM.GE

როგორია IBM-ის ფინანსური შედეგები?

როგორია IBM-ის ფინანსური შედეგები?

BM.GE

KTW-ს 12 წლის წინ აღებული ვალდებულებების შესრულება 2030 წლამდე გადაუვადდა | რა უნდა ააშენოს კომპანიამ სოფელ არაგვისპირში?

KTW-ს 12 წლის წინ აღებული ვალდებულებების შესრულება 2030 წლამდე გადაუვადდა | რა უნდა ააშენოს კომპანიამ სოფელ არაგვისპირში?

BM.GE