მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თურქეთში დიდი მოსავალია: როგორ აისახება ეს ქართული თხილის ფასზე?
თურქეთში დიდი მოსავალია: როგორ აისახება ეს ქართული თხილის ფასზე?

თურქეთში დიდი მოსავალია: როგორ აისახება ეს ქართული თხილის ფასზე?

BM.GE28 ივნისი, 2026, 23:37|bm.ge

თხილის აღების სეზონი ახლოვდება. რეკორდული შემოსავლების შემდეგ, თხილის მწარმოებლები წელს დაბალ ფასს და ექსპორტიდან შემოსავლების კლებას ელიან. მიზეზი თურქეთის ბაზარია, სადაც წელს გასული წლისგან განსხვავებით უკეთეს მოსავალს ელიან, რაც ქართულ თხილზე მოთხოვნას ამცირებს.

"წინა სეზონზე თხილის სექტორში გაუტეხავი პროდუქციის რეკორდული ფასი დაფიქსირდა, რაც გასული წლის აპრილში, თურქეთში მოსავლის გაყინვით იყო გამოწვეული. წელს ანალოგიური სიტუაცია აღარ განმეორებულა. ამინდები ხელსაყრელი აღმოჩნდა, რის გამოც თურქეთში საკმაოდ მაღალ მოსავალს, დაახლოებით 800 ათას ტონას ელოდებიან. შედარებისთვის, გასულ წელს ეს მოლოდინი 500 ათას ტონას შეადგენდა. რაც შეეხება ჩვენს ბაზარს, მოსავლის კარგი მოლოდინი გვაქვს საქართველოშიც. ვფიქრობთ, რომ წლევანდელი მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, მინიმუმ 10%-ით მაინც გაიზრდება. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ წელს ისეთივე მაღალი ფასი შენარჩუნდეს, როგორიც წინა სეზონზე გვქონდა", - აცხადებს თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა BMG-სთან.

თხილის ექსპორტი იანვარ-მაისში საქართველომ 68 მლნ დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, საშუალო საექსპორტო ფასი კილოგრამზე 10 დოლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში დაახლოებით 3 დოლარიანი მატებაა.

"შარშან თხილის საბაზრო ფასი დაახლოებით 30-35%-ით იყო გაზრდილი. თხილის მოსავალი როგორც თურქეთში, ისე საქართველოში შემცირდა, წარმოების კლებამ კი სტაბილური მოთხოვნის ფონზე, ფასი დაახლოებით 35%-ით გაზარდა. წელს თურქეთში საკმაოდ კარგი პროგნოზები აქვთ. მოსალოდნელი რაოდენობა დიდ კომერციულ ბაღებსა და ფერმერებში საქართველოშიც საკმაოდ კარგია. რაც შეეხება ხარისხობრივ ნაწილს, ვფიქრობ, წელსაც ისეთივე ხარისხი შენარჩუნდება, როგორიც წინა წლებში იყო, რადგან განსაკუთრებულ გაუმჯობესებას არ ველოდებით. შესაბამისად, ხარისხი უცვლელი დარჩება, ხოლო თხილის გულის ფასი, ვფიქრობ, 9-დან 10 დოლარამდე იმერყევებს, რაც საშუალოდ 25-30%-ით ნაკლებია 2025 წლის მოსავლის პერიოდის ფასთან შედარებით", - ამბობს BMG-სთან “ნათს ინქორფორეითედის” დირექტორი თორნიკე ლათათია.

ბოლო სამ წელში თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები თითქმის 92%-ით გაიზარდა. თუ 2023 წელს საქართველომ 89.5 მლნ დოლარის ღირებულების თხილი გაყიდა, შარშან ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 172 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლით თხილი ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონლის ათეულშია.

ქართული თხილის მთავარი საექსპორტო ბაზრები (2025 წელი):

• იტალია - 36.8 მლნ დოლარი; • ესპანეთი - 25 მლნ დოლარი; • საფრანგეთი - 11.4 მლნ დოლარი; • გერმანია - 11.3 მლნ დოლარი; • სირია - 8.2 მლნ დოლარი;

"თურქეთმა მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი გამოაქვეყნა და საკმაოდ მაღალ მოსავალს ელოდება. იქ მდგომარეობა გაცილებით უკეთესია იმ თვალსაზრისით, რომ ისინი საკუთარ ბაღებს ჩვენზე ბევრად კარგად უვლიან. მოგეხსენებათ, თურქეთი მსოფლიოში პირველი ექსპორტიორია, ამიტომ, მათი საპროგნოზო მაჩვენებლებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, შარშანდელი მაღალი ფასი აღარ განმეორდება და დაბალი იქნება, თუმცა წინა წლების მაჩვენებლებს დაუახლოვდება. ფასი, ისევ და ისევ, პროდუქციის ხარისხზეა დამოკიდებული", - აცხადებს ქართული თხილის კორპორაციის გენერალური დირექტორი თემურ გოგია.

წლებია ფერმერები ფაროსანას ებრძვიან, თუმცა წელს ბაღებში ახალი დაავადების გაჩენამ პრობლემის მასშტაბი გაზარდა. თუ ფაროსანა ნაყოფს აზიანებდა ამ შემთხვევაში მთლიანად ხე ხმება. ახალი დაავადება განსაკუთრებით პრობლემური გურიისა და სამეგრელოს რეგიონებშია.

"ხმობა იწყება უეცრად, არადა მცენარე გამოიყურება ძალიან ჯანსაღად და რამდენიმე დღეში ჭკნება და ფოთლები სცვივა. ეს არის პირველი ნიშანი. მონიტორინგია საჭირო რომ ხმობის შენიშვნისთანავე ნერგი მოიჭრას და დაიწვას. ასევე უნდა ამოვიღოთ ხის ძირი და გავიტანოთ თხილის ბაღიდან. ეს აუცილებელია, რადგან გადამდები დაავადებაა. ჩვენ მას ვუწოდებთ “თხილის კიბოს”, რადგან ძალიან სწრაფად ვრცელდება. მინდა გავუზიარო ხალხს ჩვენი პრაქტიკა: ადრე გაზაფხულსა და შემოდგომას სპილენძის შემცველი პრეპარატით ვწამლავთ, დაახლოებით 3%-იანი სპილენძის შემცველი პრეპარატით", - ამბობს “ჯეო ნათსის" დირექტორი ჯენერ ბელქანია.

თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გვეუბნება, რომ ახალ დაავადებასთან საბრძოლველად ფერმერებს მთავრობის მხარდაჭერა სჭირდებათ.

"თხილის ხმობა, რომელიც ბაზარზე ახალ პრობლემად გამოჩნდა, საკმაოდ მაღალ პრევენციულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სპილენძის პრეპარატებით წამლობა გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა. შესაბამისად, თუ სახელმწიფო ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს და ფერმერებს ხმობის პრევენციაში დაეხმარება, ამას მხოლოდ მივესალმები", - ამბობს ლევან ქარდავა.

2026 წლიდან სახელმწიფომ „თხილის სუბსიდირების პროგრამა“, რომლის მიზანიც საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა იყო, გააუქმა. თავდაპირველად, პროგრამა ერთწლიანი იყო, თუმცა 2024 და 2025 წლებშიც გაგრძელდა და ჯამურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 68 მლნ ლარი დაიხარჯა. ყურძნის, ვაშლის და მანდარინისგან განსხვავებით, თხილის ბაღების მფლობელებისთვის სუბსიდია მხოლოდ პესტიციდების შეძენისთვის იყო გამოყოფილი. BMG-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში უთხრეს, რომ თხილის სუბსიდირების სახელით ცნობილი პროგრამის განახლებას მთავრობა არ გეგმავს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ცნობილი ბრენდების 10 უჩვეულო პირველი პროდუქტი

ცნობილი ბრენდების 10 უჩვეულო პირველი პროდუქტი

BM.GE

სად ღირს საწვავი ყველაზე ძვირი/იაფი - გლობალური ბაზრები და საქართველო

სად ღირს საწვავი ყველაზე ძვირი/იაფი - გლობალური ბაზრები და საქართველო

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

რა გამოწვევების წინაშეა მოცვის სექტორი და რას ფიქრობს სამინისტროს ინიციატივებზე? - "ბლუბერიას" შეფასება

რა გამოწვევების წინაშეა მოცვის სექტორი და რას ფიქრობს სამინისტროს ინიციატივებზე? - "ბლუბერიას" შეფასება

BM.GE