მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თურქეთში მოსავლის კარგი პროგნოზებია, რაც ნიშნავს, რომ თხილზე ფასი შემცირდება - თორნიკე ლათათია
თურქეთში მოსავლის კარგი პროგნოზებია, რაც ნიშნავს, რომ თხილზე ფასი შემცირდება - თორნიკე ლათათია

თურქეთში მოსავლის კარგი პროგნოზებია, რაც ნიშნავს, რომ თხილზე ფასი შემცირდება - თორნიკე ლათათია

BM.GE29 ივნისი, 2026, 10:45|bm.ge

წელს, საქართველოში თხილზე ფასის კლებაა მოსალოდნელი. როგორც BMG-ის „ნათს ინქორფორეითედის“ დირექტორმა თორნიკე ლათათიამ უთხრა, ფასის შემცირება პირდაპირ უკავშირდება მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ზრდას.

კერძოდ, გასულ წელს თურქეთში მოსავლის შემცირებამ და სტაბილურმა მოთხოვნამ ფასი 30-35%-ით გაზარდა, წელს კი თურქეთში დიდი მოსავლის გამო, მოლოდინები განსხვავებულია.

"შარშან თხილის საბაზრო ფასი დაახლოებით 30-35%-ით იყო გაზრდილი. თხილის მოსავალი როგორც თურქეთში, ისე საქართველოში შემცირდა, წარმოების კლებამ კი, სტაბილური მოთხოვნის ფონზე, ფასი დაახლოებით 35%-ით გაზარდა.

წელს თურქეთში საკმაოდ კარგი პროგნოზები აქვთ და ვარაუდობენ, რომ მოსავალი დაახლოებით 650 000-დან 700 000 ტონამდე იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასი ცალსახად შემცირდება. მოსავლის მოსალოდნელი რაოდენობა საქართველოშიც საკმაოდ კარგია როგორც ფერმერებში, ისე დიდ კომერციულ ბაღებშიც. ვფიქრობ, ხარისხი წელსაც ისეთივე შენარჩუნდება, როგორიც წინა წლებში იყო, რადგან მის განსაკუთრებულ გაუმჯობესებას არ ველოდებით.

შესაბამისად, ხარისხის შენარჩუნების ფონზე, თხილის გულის ფასი, სავარაუდოდ, 9-დან 10 დოლარამდე იმერყევებს, რაც საშუალოდ 25-30%-ით ნაკლებია 2025 წლის მოსავლის პერიოდის მაჩვენებელზე. თხილის ფასი კლასიკურად, მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვით რეგულირდება. გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთი მსოფლიო პროდუქციის დაახლოებით 65%-ს აწარმოებს, ფასს სწორედ თურქეთის ბაზარი კარნახობს. შესაბამისად, სხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველო და აზერბაიჯანი, თურქეთის მიერ გამოცხადებულ ფასს მიჰყვებიან, რაც თხილის ღირებულების განსაზღვრაში ძირითადი ინდიკატორია", - განაცხადა ლათათიამ.

წელს, იანვარ-მაისში საქართველომ 68 მლნ დოლარამდე გაზარდა თხილის ექსპორტი, საქსტატის მონაცემებით, ქართული თხილის საშუალო საექსპორტო ფასი კილოგრამზე 10 დოლარია - დაახლოებით 3 დოლარით მეტი შარშანდელთან შედარებით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

BM.GE

მთავრობამ დამატებით 164 ავტომობილის შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა

მთავრობამ დამატებით 164 ავტომობილის შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა

BM.GE

მწვანე არქიტექტურა: რატომ იქცა ენერგოეფექტურობა უძრავი ქონების „ოქროს სტანდარტად“?

მწვანე არქიტექტურა: რატომ იქცა ენერგოეფექტურობა უძრავი ქონების „ოქროს სტანდარტად“?

BM.GE