მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "[თურქმენეთის პრეზიდენტთან] ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში არსებული შესაძლებლობების უკეთ ათვისებაზე" - კობახიძე
"[თურქმენეთის პრეზიდენტთან] ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში არსებული შესაძლებლობების უკეთ ათვისებაზე" - კობახიძე

"[თურქმენეთის პრეზიდენტთან] ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში არსებული შესაძლებლობების უკეთ ათვისებაზე" - კობახიძე

BM.GE17 ივლისი, 2026, 12:07|bm.ge

„ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში არსებული შესაძლებლობების უკეთ ათვისებაზე, ტურისტული ნაკადების ზრდისა და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივებზე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისთვის, თურქმენეთიდან საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 4397 ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით მეტია. გასულ წელს ჯამურად კი ამ ქვეყნიდან საქართველოში 19,170 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2024 წელთან შედარებით 9.3%-ით მეტია.

კობახიძის თქმით, საქართველო აქტიურად ადევნებს თვალს თურქმენეთში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს ეკონომიკური განვითარების, სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაფართოებისა და სოციალური პროგრესის მიმართულებით.

„ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს თურქმენეთში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს ეკონომიკური განვითარების, სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაფართოებისა და სოციალური პროგრესის მიმართულებით. გასული წლების განმავლობაში განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა ინიციატივებმა და პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში, ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებასა და განვითარებისათვის მყარი საფუძვლის შექმნაში. დარწმუნებული ვარ, რომ თურქმენეთი მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს ამ კურსს, განახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს და მიაღწევს შემდგომ წინსვლას თურქმენი ხალხის საკეთილდღეოდ. ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

დელეგაციებთან ერთად ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვემართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ვაჭრობის ზრდისა და სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით.

ასევე განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას, მათ შორის დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს და თურქმენეთის მთავრობების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა|რა განიხილეს?

საქართველოს და თურქმენეთის მთავრობების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა|რა განიხილეს?

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

"სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი პოსტები მნიშვნელოვნად შემცირდა" - მდინარაძე

"სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი პოსტები მნიშვნელოვნად შემცირდა" - მდინარაძე

BM.GE

ომის გამო რუსეთიდან და უკრაინიდან ინდოელი სტუდენტები საქართველოში გადმოვიდნენ|რელოკაციის ეფექტი

ომის გამო რუსეთიდან და უკრაინიდან ინდოელი სტუდენტები საქართველოში გადმოვიდნენ|რელოკაციის ეფექტი

BM.GE