მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "თვეში 50 ბოთლიდან დავიწყეთ და ახლა უკვე 1000 ვაწარმოებთ" - ბრენდი "მეიცა"
"თვეში 50 ბოთლიდან დავიწყეთ და ახლა უკვე 1000 ვაწარმოებთ" - ბრენდი "მეიცა"

"თვეში 50 ბოთლიდან დავიწყეთ და ახლა უკვე 1000 ვაწარმოებთ" - ბრენდი "მეიცა"

BM.GE3 ივნისი, 2026, 23:35|bm.ge

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუში მდებარე საწარმო "კავკასიური მედიცინა“, რომელიც სოჭისგან დამზადებულ ჩაის, წვენებს, მურაბებს, მალამოებსა და სხვა პროდუქტებს „მეიცას“ ბრენდით აწარმოებს, გაზრდილ მოთხოვნას და წარმოების სწრაფ ზრდას აფიქსირებს.

კომპანიის დამფუძნებელი, ქეთევან გობრონიძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ბაზარზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, რის გამოც საწარმო იძულებულია წარმოება ეტაპობრივად გააორმაგოს.

"მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, რის გამოც პროდუქცია ყოველწლიურად ორმაგდება. ვამატებთ პროდუქტებსაც, ახალ-ახალ პროდუქტებს. 14 სახის პროდუქტი გვაქვს უკვე, როგორც დასალევი, ისე სხვა სახეობები", - აცხადებს ქეთევან გობრონიძე.

მისი თქმით, მომხმარებლების ინტერესი ბუნებრივ და ხალხურ საშუალებებზე ჯანმრთელობის პრობლემების ზრდასთან ერთად იზრდება. "ადამიანი რაც უფრო ბევრ პრობლემებს ეჯახება, უფრო ცდილობს დაუახლოვდეს ბუნებას… ბუნებაშია საშველი და ჯანმრთელობაშია ბედნიერება", - ამბობს ის.

როგორც გობრონიძე განმარტავს, საწარმო მცირე წარმოებით დაიწყო და ეტაპობრივად გაიზარდა: თავიდან თვეში ათეულობით ბოთლს აწარმოებდნენ, ხოლო ახლა საშუალოდ თვიურად დაახლოებით 1000 ბოთლს აწარმოებენ : „თავიდან თვეში 50 ბოთლს ვაწარმოებდი, მერე 200-ს ახლა საშუალოდ დაახლოებით 1000 ბოთლს ვაწარმოებთ“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, პროდუქციის ასორტიმენტი 14 სახეობას მოიცავს და მათ შორის არის როგორც სასმელები, ისე საპნები, სკრაბები, მალამოები და სოჭის ფისზე დამზადებული სამკურნალო საშუალებები. განსაკუთრებული მოთხოვნაა საწუწნ კანფეტებზე, რომლებიც სეზონური ვირუსების პერიოდში პოპულარობით სარგებლობს.

„გვაქვს როგორც დასალევი საშუალებები, საპნები, სკრაბები… სურნელიც ისეთი აქვს, რომ მარტო სურნელის გულისთვისაც ინტერესდებიან“, - ამბობს გობრონიძე.

როგორც ის ამბობს, სარეალიზაციო ფასი 1 ლარიდან 25 ლარამდე მერყეობს, პროდუქცია კი, კომპანიის თქმით, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე უცხოეთში მცხოვრები ქართველების შეკვეთებითაც იგზავნება, მათ შორის ევროპასა და აშშ-ში.

ქეთევან გობრონიძის განცხადებით, მიუხედავად მზარდი მოთხოვნისა, კომპანია კრაფტ-წარმოების პრინციპს ინარჩუნებს და ხარისხზე ორიენტაციას არ ცვლის.

„ჩვენ კრაფტ მწარმოებლები ვართ და ძირითადად ხელით ვმუშაობთ…ვცდილობთ ხარისხი შევინარჩუნოთ“, - აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, საწარმოს განვითარებისთვის რესურსების გაფართოება აუცილებელია, თუმცა მცირე მწარმოებლებისთვის ფინანსური შესაძლებლობები შეზღუდულია. „გეგმები ძალიან დიდი გვაქვს… თუმცა იმის გამო, რომ ძალიან იაფად ვყიდით პროდუქციას, რაც ხელმისაწვდომობის გამოა, განვითარება ძალიან ნელა მიმდინარეობს“, - ამბობს ქეთევან გობრონიძე.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინდოეთის საფონდო ბირჟა გლობალურ რეიტინგში ჩამოქვეითდა

ინდოეთის საფონდო ბირჟა გლობალურ რეიტინგში ჩამოქვეითდა

BM.GE

როგორია მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბირჟების რეიტინგი?

როგორია მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბირჟების რეიტინგი?

BM.GE

პელეს 1958 წლის ფინალში გამოყენებული მაისური აუქციონზე იყიდება

პელეს 1958 წლის ფინალში გამოყენებული მაისური აუქციონზე იყიდება

BM.GE

რატომ შემცირდა ბიტკოინის ფასი $67,000-ს დოლარამდე?

რატომ შემცირდა ბიტკოინის ფასი $67,000-ს დოლარამდე?

BM.GE