მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტყის აღდგენა სამ სამიზნე რეგიონში ჯამში 20 000 ჰექტარზე იგეგმება - სატყეო სააგენტო
ტყის აღდგენა სამ სამიზნე რეგიონში ჯამში 20 000 ჰექტარზე იგეგმება - სატყეო სააგენტო

ტყის აღდგენა სამ სამიზნე რეგიონში ჯამში 20 000 ჰექტარზე იგეგმება - სატყეო სააგენტო

BM.GE1 მაისი, 2026, 14:28|bm.ge

კახეთის რეგიონში, სატყეო სექტორის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა ტყის აღდგენის პრაქტიკასა და მეთოდოლოგიაზე, ტყის მართვის თანამედროვე მიდგომებსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც დეგრადირებული ტყეების აღდგენასა და მდგრად მართვას შეუწყობს ხელს.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

შეხვედრა პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO Georgia“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერას და ტყის მდგრადი მართვის გაძლიერებას. შეხვედრის მონაწილეები ჭალის ტყის აღდგენის პროექტსაც გაეცნენ, სადაც ღონისძიებები 600 ჰა-მდე ფართობზე მიმდინარეობს. ასევე ხაზგასასმელია, რომ პროექტის ფარგლებში ტყის აღდგენის ღონისძიებები სამ სამიზნე რეგიონში ხორციელდება.

„დეგრადირებული ტყეების აღდგენილი ფართობის გაზრდა - როგორც სატყეო რეფორმის, ასევე GCF- ის პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ტყის აღდგენის ღონისძიებები სამ სამიზნე რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში, ჯამში 20 000 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

შეხვედრა ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით გაიმართა და მასში აჭარის სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება - ეროვნული სატყეო სააგენტო

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE